— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ექიმი პაატა ჟორჟოლიანი: მე სუროგაციის აკრძალვის მომხრე ვარ, ქალის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკებზე მაღლა კომერციული ინტერესი არ უნდა იდგეს ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომის შედეგად განადგურებულ სოფლებს „ქვების გროვა“ უწოდა

არჩილ გორდულაძე: მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომის შედეგად განადგურებულ სოფლებს „ქვების გროვა“ უწოდა

ნაციონალური მოძრაობის მაშინდელმა თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა, აგვისტოს ომის შედეგად განადგურებულ სოფლებს „ქვების გროვა“ უწოდა, რა დავკარგეთ რა ქვების გროვაო?- განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

გორდულაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან 2008 წლის აგვისტოს ომამდე გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა, რაც მათ კონსტიტუციურ სარჩელშიც მითითებულია.

გორდულაძის თქმით, იმ ფონზე, როდესაც ოკუპანტის დანაშაულებრივი ქმედებებისა და ეფექტური კონტროლის არარსებობის გამო დროებითი ოკუპაციის საზღვრები კიდევ უფრო გაფართოვდა, ამ ყველაფერს „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელმა თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა ქვების გროვა უწოდა.

„მნიშვნელოვანია, რა განცხადება გააკეთა და როგორ პოზიციონირებდა მაშინდელი პარტიის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომის შედეგად განადგურებულ სოფლებს უწოდა ქვების გროვა, აი ის ქვების გროვა სადაც არ ხორციელდებოდა ოკუპანტის ეფექტური კონტროლი და დანაშაულებრივი ქმედებები და დროებით ოკუპაციის საზღვარი კიდევ უფრო გაფართოვდა აი ამ ყველაფერს ნაციონალური მოძრაობის მაშინდელმა თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა უწოდა ქვების გროვა, რა დავკარგეთ რა ქვების გროვაო?“- განაცხადა გორდულაძემ.

მსგავსი სიახლეები.