— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ სისტემური დანაშაულების ჩადენას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე ვუმტკიცებთ

არჩილ გორდულაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ სისტემური დანაშაულების ჩადენას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ…

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, ანა წითლიძის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში გაკეთებულ განცხადებებს სიცრუეს უწოდებს.

როგორც მან აღნიშნა, ტყუილია წითლიძის განცხადება იმის შესახებ, თითქოს, მმართველი გუნდი წინა ხელისუფლებას სისტემური დანაშაულების ჩადენას კომისიაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებების საფუძველზე აბრალებს.

“ტყუილია, რომ წინა ხელისუფლებას სისტემური დანაშაულების ჩადენას კომისიაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებების საფუძველზე ვაბრალებთ.

სინამდვილეში: ნაციონალურ მოძრაობას ჩვენ სისტემური დანაშაულების ჩადენას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე ვუმტკიცებთ, მაგალითად ოჩიგავას საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით, რომელშიც ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ 2012 წლამდე ადამიანების წამებას სისტემური და სისტემატური ხასიათი ჰქონდა” – განაცხადა გორდულაძემ.

მსგავსი სიახლეები.