— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ნაციონალური მოძრაობის” დროს, მაგალითად მიხეილ სააკაშვილმა რომ გამოაცხადა ნულოვანი ტოლერანტობა და შესაბამისი ცვლილებები, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა მაშინ, ჩვენი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, არის და იყო ადამიანის უფლებების სტანდარტის ელემენტარული დაცვის უდაბლეს დონეზე ჩამოტანა

არჩილ გორდულაძე: ნაციონალური მოძრაობის” დროს, მაგალითად მიხეილ სააკაშვილმა რომ გამოაცხადა ნულოვანი ტოლერანტობა და…

სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა არის უზრუნველყოფილი, რაც გარანტირებულია “ქართული ოცნების” მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, იქნება ეს საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანა თუ არაერთი კანონმდებლობით გათვალისწინებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, სააკაშვილის მიერ გამოცხადებული “ნულოვანი ტოლერანტობა” და დანაშაულის შეკრებითობა იყო ადამიანის უფლებების დონის დაბალ ნიშნულზე ჩამოტანა.

როგორც გორდულაძემ აღნიშნა, სასამართლო სისტემა თვისებრივად გაჯანსაღდა, დამოუკიდებელია და მისი ხელშეუხებლობა “ქართული ოცნების” მიერ მიღებული საკანონმდებლო და საკნონსტიტუციო ცვლილებების შედეგად გარანტირებულია.

ამავდროულად, “ნაციონალური მოძრაობის” დროს, მაგალითად მიხეილ სააკაშვილმა რომ გამოაცხადა ნულოვანი ტოლერანტობა და შესაბამისი ცვლილებები, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა მაშინ და ის, მაგალითად, რაც იყო შეკრებითობა, აპრიორი შეკრებითობა, ყველაფერზე რომ ითხოვდა, რასაც ბატონი ლევან ბეჟაშვილი ცდილობდა როგორმე პასუხი გაეცა – ჩვენი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, არის და იყო ადამიანის უფლებების სტანდარტის ელემენტარული დაცვის უდაბლეს დონეზე ჩამოტანა. რა სტანდარტებიც არსებობდა, მაგალითად, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად, ეს იყო დაბალი სტანდარტი ძალიან. ამავდროულად, ხშირ შემთხვევაში იყო, მიიღებოდა ისეთი გადაწყვეტილებები საგამოძიებო ორგანოების კონკრეტული წარმომადგენლების მხრიდან წარმოებული არასწორი გამოძიების გამო, რასთან დაკავშირებითაც, სტრასბურგის სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება არსებობს. ამავდროულად, ზუსტად ამიტომ არის ის, რომ გარკვეულ შემთხვევებში არ არიან სამწუხაროდ კონკრეტული პირები იდენტიფიცირებული და მსჯავრდებული კონკრეტულ დანაშაულში და ამასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს აქვს შესაბამისი გადაწყვეტილებები მიღებული. სასამართლო სისტემა თვისებრივად გაჯანსაღდა, არის დამოუკიდებელი, მისი ხელშეუხებლობა, საკუთარი თავის ფორმირება დამოუკიდებელი შტოს მხრიდან – ეს არის გარანტირებული “ქართული ოცნების”, ჩვენი ხელისუფლების მიერ მიღებული კანონების და მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებების მეშვეობით.” – განაცხადა გორდულაძემ.

მსგავსი სიახლეები.