— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ნაცისტური პარტია, რომელსაც ადამიანების წინააღმდეგ არაერთი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, ზუსტად იგივე აქვს გაკეთებული კოლექტიური ნაცმოძრაობის სხვადასხვა პარტიას. მათ ამომრჩევლებსაც მოვუწოდებდით, კარგად დაფიქრდნენ და თავიანთი არჩევანი გააკეთონ იმ პარტიებზე, რომლებისთვისაც ამ ქვეყნის მომავალია მნიშვნელოვანი

არჩილ გორდულაძე: ნაცისტური პარტია, რომელსაც ადამიანების წინააღმდეგ არაერთი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, ზუსტად იგივე აქვს…

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში დასმული კითხვის შესახებ, „რას ეტყოდით ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლებს“ განაცხადა, რომ ეს კითხვა „არარელევანტურია“.

„ასეთი კითხვა შეიძლება დაესვათ მაგალითად გერმანიაში 45 წლის შემდეგ, რომ აი რას ეტყოდით მაგალითად ნაცისტური პარტიის ამომრჩევლებსო. ჩემი აზრით ეს კითხვა უბრალოდ არარელევანტურია. თუ ნაცისტური პარტია, რომელსაც ჰქონდა ადამიანების წინააღმდეგ არაერთი დანაშაული ჩადენილი ზუსტად იგივე აქვს გაკეთებული კოლექტიური ნაცმოძრაობის სხვადასხვა პარტიას, სხვადასხვა პირს 2004-2012 წლებში და დღესაც მიმდინარე პერიოდშიც ისინი პირდაპირ ებრძვიან კონსტიტუციას, ებრძვიან გადაწყვეტილებების მიმღებს, ქართველ ხალხს ამ ქვეყანაში და ჩვენ ყველა ამომრჩეველს. მათ შორის, მათ ამომრჩევლებსაც მოვუწოდებდით, რომ კარგად დაფიქრდნენ თუ ვის უჭერენ მხარს, დაინახონ რეალურად თუ რა ძალის ინტერესების გამტარებელი არიან ეს ეგრეთწოდებული პარტიები და თავიანთი არჩევანი გააკეთონ იმ პარტიებზე რომლებისთვისაც ამ ქვეყნის მომავალია მნიშვნელოვანი“- აღნიშნა გორდულაძემ.

კითხვაზე, პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, როგორი შეიძლება იყოს სტრასბურგის სასამართლოს შეფასება, გორდულაძე აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სარჩელი სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს ემყარება.

„ჩვენს მიერ წარმოდგენილი სარჩელი ემყარება სტრასბურგის დამტკიცებულ სტანდარტებს, სრულად შესაბამისობაში არის ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციასთან და სტრასბურგის სტანდარტებთან. შესაბამისად ჩვენ გვაქვს მოლოდინი რომ ჩვენი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ალბათობის მაღალი ხარისხით უნდა იქნეს გამარჯვებით დასრულებული დანარჩენი უკვე დაველოდოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო.“-განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მსგავსი სიახლეები.