წითლიძე სამაჩაბლოს ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიულიერთეულის შექმნაზე საუბრობს და სიცრუის ტირაჟირებით აღნიშნავს, რომ ამტერიტორიული ერთეულის შექმნას არავითარი კავშირი არ აქვს ყოფილ სამხრეთოსეთის ავტონომიურ ოლქთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ, ბრიფინგზე განაცხადა.
იგი ანა წითლიძის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გაკეთებულგანცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნაცმოძრაობამ განსაზღვრა საზღვრებიდა ოკუპანტი უკანონო ბორდერიზაციას სწორედ ამ ე.წ. საზღვრის გასწვრივახორციელებს.
“სინამდვილეში: საქართველოს კონსტიტუცია ასეთი ერთეულის შექმნისშესაძლებლობას საერთოდ არ ითვალისწინებდა. ნაცმოძრაობამ ზვიად გამსახურდიასმიერ გაუქმებული ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზედროებითი ადმინისტრაციული ერთეული შექმნა, განსაზღვრა საზღვრები და ოკუპანტიუკანონო ბორდერიზაციას სწორედ ამ ე.წ. საზღვრის გასწვრივ ახორციელებს” – განაცხადა გორდულაძემ.