— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყო

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში…

დღეს ნიკა გვარამია იმას კი არ ამტკიცებდა თუ რატომ არ არის მისი პარტია არაკონსტიტუციური, არამედ ყალბი ინფორმაციისა და დემაგოგიის გამოყენებით „ქართული ოცნების“ არაკონსტიტუციურობის დამტკიცებას ცდილობდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა. 

გორდულაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას პარტიას სურს შექმნას იმის ილუზია, რომ თითქოს მმართველი პარტია მისი პარტიის აკრძალვას იმის გამო ითხოვს, რომ მან საერთაოშიროსო ორგანიზაციებს და სხვა ქვეყნებს რუსეთისთვის სანქიების დაწესებისკენ მოუწოდა. გორდულაძის თქმით, სინამდვილეში, ნიკა გვარამია საერთაშორისო ორგანიზაციებს და სხვა ქვეყნებს საქართველოს დასანქცირებისკენ მოუწოდებდა. 

„ამით მან ფაქტობრივად აღიარა სარჩელში მოყვანილი ფაქტები, დაადასტურა რომ სარჩელში მოყვანილი ფაქტების გასაბათილებლად არგუმენტები და მტკიცებულებები უბრალოდ არ არსებობს და არ გააჩნია. ამით მან ფაქტობრივად დაადასტურა, რომ მისი პარტია არაკონსტიტუციურია. მეტიც, კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენი მტკიცება, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ნაცმოძრაობა „ქართულ ოცნებას“ კონსტიტუციის დარღვევაში სდებს ბრალს, ხოლო ჩვენი გუნდი მათ სახელმწიფო ინტერესების ღალატში, სამართლებრივი სახელმწიფოს და დემოკრატიის უგულებელყოფაში და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვაში ვამხელთ და მათ არაკონსტიტუციურობას ვამტკიცებთ. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გასცეს პასუხი რომელი არღვევს კონსტიტუციას.

ნიკა გვარამიას პარტიას სურს შექმნას იმის ილუზია, რომ თითქოს მისი პარტიის აკრძალვას იმის გამო ვითხოვთ, რომ მან საერთაოშიროსო ორგანიზაციებს და სხვა ქვეყნებს რუსეთისთვის სანქიების დაწესებისკენ მოუწოდა. სინამდვილეში, ნიკა გვარამია საერთაშორისო ორგანიზაციებს და სხვა ქვეყნებს კი არ მოუწოდებდა რუსეთის დასანქცირებისკენ, არამედ საქართველოს. აღნიშნულს კი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლა და საქართველოს ომში ჩართვა შეეძლო გამოეწვია. ამ ყველაფრის ახსნასაც კი გაურბის ნაცმოძრაობის ეს განშტოება.

დღეს ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია იმის შესახებ, რომ თითქოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესი ქართულმა ოცნებამ შეაჩერა 2024 წლის ოქტომბრის თვეში სიცრუე იყო.   

მეტიც გვარამიას პარტია თავისი არაკონსტიტუციური ქმედებების გამართლებას ჯო ბაიდენის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებითა და ევროპარლამენტის რეზოლუციებით ცდილობდა, იმ რეზოლუციებით, სადაც 9 მათგანში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. ნაცმოძრაობა კვლავ თავისას აგრძელებს, საკუთარი ღალატის შენიღბვას კვლავ უკიდურესად მიკერძოებული საერთაშორისო აქტორების ამოფარებით ცდილობს“,-განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მსგავსი სიახლეები.