— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა
Uncategorized

არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ბევრი უნდა ილაპარაკონ და თვითონვე აიკრძალავენ საკუთარ თავს, იმდენ მტკიცებულებას გააჟღერებენ სხდომაზე – რამხელა შეურაცხყოფას აყენებენ კონსტიტუციურ ორგანოს, რომ თითქოს საქართველოს კონსტიტუცია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე უკეთესად იცის უცხოური სახელის და გვარის მქონე ადამიანმა

არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ბევრი უნდა ილაპარაკონ და თვითონვე აიკრძალავენ საკუთარ თავს, იმდენ მტკიცებულებას გააჟღერებენ…

ორი დღის წინ, სხდომის მიმდინარეობის დროსაც ვთქვი, რომ რაც შეიძლება ბევრი უნდა ისაუბრონ “კოლექტიური ნაცმოძრაობის” სხვადასხვა პარტიად  დაყოფილმა პირებმა. ისინი თვითონ სხდომაზეც, პროცესის მიმდინარეობის დროსაც კი ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რითაც ჩვენს სარჩელს უფრო მეტად ასაბუთებენ,  –  ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის სარჩელს, საზოგადოების თვალში დასაბუთებაც არ სჭირდება, ვინაიდან საჯარო სივრცეში საკმარისად არის გავრცელებული ინფორმაცია, თუმცა, ოპოზიცია, საკუთარი განცხადებებით, დამატებით მტკიცებულებებს აძლევს მოსარჩელე მხარეს სარჩელის გასამყარებლად.

“სარჩელს, საჯარო  სივრცეში გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე, საზოგადოების თვალში დასაბუთებაც კი არ სჭირდება. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი იქნება,  თამარ ჩერგოლეიშვილი იქნება, ბოკუჩავა, “ლელოს” წარმომადგენლები, “გახარიელები” თუ სხვანი, ყოველთვის აკეთებენ ერთსა და იმავეს, რომ ისინი, მაგალითად საარჩევნო კამპანიას საქართველოში კი არ ატარებენ, არამედ უცხოეთში მიდიან. მაგალითად 2024 წელს რაც გააკეთეს, უცხოელი პატრონების წინაშე დებენ პირობას, რომ ერთად იბრძოლებენ, რომ ვერ შეასრულეს, ისევ 2025 წელს არჩევნებიდან ერთ თვეში მოღალატეობრივ წერილს უგზავნიან, რომ ჩვენ ვერ გავაკეთეთ ვერაფერი და შესაბამისად თქვენ ხელისუფლება დაასანქცირეთ და საქართველოსთან ყველანაირი ურთიერთობა შეწყვიტეთო. თავიანთივე სიტყვით აღიარებენ და ამავდროულად, დამატებით მტკიცებულებებს გვაძლევენ ჩვენი სარჩელის გასამყარებლად,” – აღნიშნა გორდულაძემ.

მან ყურადღება გაამახვილა ოპოზიციის წარმომადგენლების მცდელობაზე, სტრასბურგის სასამართლო და ვენეციის კომისიის ექსპერტები ჩაერთონ მიმდინარე განხილვაში და მათი ეს ნაბიჯი შეაფასა კონსტიტუციური ორგანოს შეურაცხყოფად. გორდულაძის განმარტებით, ოპოზიციას საკუთარი აზრიც კი არ გააჩნია და ამიტომ ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს უცხოელებმა უკეთ იციან საქართველოს კონსტიტუცია, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა.

“წარმოიდგინეთ, როგორი მდგომარეობაა მაგალითად, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ პარტიაში, “ლელოში”, რომ ისინი ამბობენ, ჩვენ უნდა მივმართოთ სტრასბურგის სასამართლოს, თუ  რა პროცედურით განვიხილავთო. წარმოიდგინეთ, რამხელა შეურაცხყოფას აყენებენ კონსტიტუციურ ორგანოს, რომ თურმე მან პროცედურაც კი არ იცის და პროცედურის განსაზღვრის შესაძლებლობაც კი არა აქვს და ვინმე სხვა უნდა განსაზღვროს გარედან და რატომ? ეს ხომ მათ ქვეცნობიერის წამოცდენებია, იმიტომ, რომ მათ საკუთარი აზრიც კი არ აქვთ, არავინ აძლევს უფლებას, რომ გარედან გამოგზავნილ განცხადებაში წერტილი ან მძიმე მაინც შეცვალონ. იგივე არის ვენეციის კომისიის ექსპერტებთან დაკავშირებით – თითქოს საქართველოს კონსტიტუცია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე მეტად იცის და უკეთესად იცის უცხოური სახელის და გვარის მქონე ადამიანმა. ამ ნონსენსში არიან ჩაცვენილები და კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მათ ბევრი უნდა ილაპარაკონ და თვითონვე აიკრძალავენ საკუთარ თავს, იმდენ მტკიცებულებას გააჟღერებენ სხდომის პროცესის მიმდინარეობისას,” – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მსგავსი სიახლეები.

თორნიკე ჭეიშვილმა “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში სტრასბურგსა და ჰააგაში რუსეთთან ისტორიული გამარჯვებების ნუსხა… Uncategorized

თორნიკე ჭეიშვილმა “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში სტრასბურგსა და ჰააგაში რუსეთთან ისტორიული გამარჯვებების ნუსხა წარადგინა, რომელთა შედეგად ომის დროს ჩადენილ დარღვევებზე პასუხისმგებლობა სრულად რუსეთს დაეკისრა და დადასტურდა რუსეთის მიერ ქართველების ეთნიკური წმენდა

3 დღის წინ4 წთ
თორნიკე ჭეიშვილი: წინა დღეების მსგავსად, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განშტოებები გააგრძელებენ სასამართლოში ტყუილების… Uncategorized

თორნიკე ჭეიშვილი: წინა დღეების მსგავსად, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განშტოებები გააგრძელებენ სასამართლოში ტყუილების, დეზინფორმაციის კორიანტელის დაყენებას – მათ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ აქვთ, ვერცერთი სამართლებრივი კონტრარგუმენტი ვერ წარმოადგინეს

29 ოქტომბერი4 წთ
ირაკლი კირცხალია ნაციონალურ მოძრაობაზე – უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ არა თუ დანაშაულებრივ კავშირსა და… Uncategorized

ირაკლი კირცხალია ნაციონალურ მოძრაობაზე – უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ არა თუ დანაშაულებრივ კავშირსა და კოალიციაში  ხართ ერთმანეთთან, არამედ ხართ ერთი პოლიტიკური ორგანიზმი და ძირს უთხრით საქართველოს სტაბილურობასა და სუვერენიტეტს

27 ოქტომბერი1 წთ