„არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რადიკალური ოპოზიცია გაერთიანდება თუ გაიყოფა, ისინი საკუთარ გადაწყვეტილებებშიც კი არ არიან დამოუკიდებლები. ჩვენ არაერთხელ გვაქვს ნანახი, რომ მათ შორის ინფორმაციის გასავრცელებლად და განცხადების გასაკეთებლად სჭირდებათ თავიანთი პატრონების, დავალების მიმცემების მიერ ტექსტის გამოგზავნა და შემდეგ ამ ტექსტს მხოლოდ და მხოლოდ ქართულად თარგმნიან და სიტყვა-სიტყვით წერტილ-მძიმით მიყვებიან. შესაბამისად, მათ ამ გაერთიანებებს და განცხადებებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ისინი გადაქცეულნი არიან მოლოდინის რეჟიმში თავიანთი პატრონები რა დავალებებს მისცემენ. რადგანაც იმართებიან გარედან ამიტომაც არის, რომ მათი მხარდაჭერა ქართული საზოგადოების მხრიდან ნულს უტოლდება.“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.




