— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
მსოფლიო

The Washington Post: პენტაგონი ირანში ომის გასაგრძელებლად დამატებით 200 მილიარდ დოლარზე მეტს ითხოვს

The Washington Post: პენტაგონი ირანში ომის გასაგრძელებლად დამატებით 200 მილიარდ დოლარზე მეტს ითხოვს

პენტაგონმა თეთრ სახლს მიმართა თხოვნით ნება დართოს აშშ-ის კონგრესს სთხოვოს 200 მილიარდ დოლარზე მეტი გამოუყოს ირანში საომარი კამპანიის გასაგრძელებლად. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემას სამი წყარო უყვება, მოთხოვნილი თანხა ბევრად აღემატება იმ ხარჯს, რომელიც ამერიკამ ირანის საჰაერო დაბომბვის დროს მანამდე გასწია.

ჯერჯერობით უცნობია, საბოლოო ჯამში რა მოცულობის თანხის გამოყოფას სთხოვს თეთრი სახლი კონგრესს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, პენტაგონის თხოვნა რეალისტური არ არის.

როგორც გამოცემა წერს, პენტაგონის თხოვნა კონგრესში პოლიტიკური ბრძოლის მიზეზი გახდება, რადგან ომს საზოგადოების მხრიდან დიდი მხარდაჭერა არ აქვს, ხოლო „დემოკრატები“ ტრამპის ადმინისტრაციას მკაცრად აკრიტიკებენ.