— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: პარტია „ლელო“ ძალადობრივ აქციას მშვიდობიანს უწოდებს და მოუწოდებს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეებს, დაიწყონ ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე და მის ხელისუფლებაზე საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ყველა ბერკეტით

არჩილ გორდულაძე: პარტია „ლელო“ ძალადობრივ აქციას მშვიდობიანს უწოდებს და მოუწოდებს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეებს…

2024 წლის 1 მაისს, მამუკა ხაზარაძემ ძალადობრივი აქციების და მოძალადეების მხარდასაჭერად, ძალადობრივი აქციის მონაწილეების მისამართით განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები კონსტიტუციას იცავდნენ, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც ხუთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების განცხადებები გააცნო.

მან ყურადღება გაამახვილა პარტიის „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ მიერ ძალადობრივ აქციებთან დაკავშირებით გაჟღერებულ განცხადებებზე. კონკრეტულად გაიხსენა, რომ პარტია „ლელომ“ ძალადობრივ აქციას მშვიდობიანი უწოდა.

„კერძოდ, ხაზარაძემ საჯაროდ განაცხადა: „ვინმეს არ ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ეს ადამიანები, ვინც აქ არიან შეკრებილები, არიან ერთმანეთთან დაკავშირებული ან პოლიტიკით, ან პარტიით, ესენი არიან თავისუფალი ადამიანები, რომლებიც იცავენ კონსტიტუციას. ამიტომ, ბრძოლა გაგრძელდება, საქართველოს ისტორია არის გამუდმებული ბრძოლა თავისუფლებისთვის.”. 2024 წლის 1 მაისს, პარტია ლელომ ძალადობრივი აქციების და მოძალადეების მხარდასაჭერად, საჯარო განცხადება გაავრცელა. პარტიამ ლელომ ძალადობრივ აქციას მშვიდობიანი უწოდა: „საქართველოს ხელისუფლება სასტიკი დარბევით გაუსწორდა მშვიდობიან აქციას, რომელიც აპროტესტებს კანონს, რომელიც ართმევს ქართველ ხალხს ევროპულ მომავალს და ხელახალი გასაბჭოებით ემუქრება. სრული პასუხისმგებლობა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ანგარიშსწორებაზე, დევნასა და სისასტიკეზე ეკისრება პრემიერ-მინისტრს. ასეთი მთავრობა ჩვენს ქვეყანას არ უნდა მართავდეს! მათ დაკარგეს ლეგიტიმაცია! დღეს და ახლა მნიშვნელოვანია სასწრაფოდ შეწყდეს ძალადობა საკუთარი მოქალაქეების და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. პარტია “ლელო საქართველოსთვის” მოუწოდებს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეებს, დაიწყონ ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე და მის ხელისუფლებაზე საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ყველა ბერკეტით. მოვუწოდებთ, გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს, რომელსაც მტკიცე საერთაშორისო დახმარება სჭირდება ქართული სახელმწიფოს და დემოკრატიის გადასარჩენად. ქართველი ხალხი არ შეწყვეტს ბრძოლას ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. ჩვენი პარტია მტკიცედ იდგება ამ გადამწყვეტ ბრძოლაში წინა ხაზზე“,-აღნიშნა გორდულაძემ.

მსგავსი სიახლეები.