— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები დღესაც ამბობენ, რომ ადამიანის წამება გამართლებული იყო, მათი მიზანი სახელმწიფო წყობილების ძალადობრივად დამხობაა

არჩილ გორდულაძე: პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები დღესაც ამბობენ, რომ ადამიანის წამება გამართლებული იყო, მათი მიზანი…

როდესაც პარტიის წარმომადგენლები და მთავარი გადაწყვეტილების მიმღები პირები გამოდიან და ამბობენ ერთ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანი იყო დამნაშავე და ეს კონკრეტული დამნაშავე, რომელსაც ჯაშუშს უწოდებენ  მიუხედავად იმისა, რომ არცერთი საგამოძიებო მოქმედებით დადასტურებული არ არის, ეჭვიც კი არ არსებობს ამ ადამიანის მოკვდინება და წამება, თურმე, გამართლებული იყო. ამას ამბობენ დღესაც,- განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე.

გორდულაძის თქმით, მათი ქმედებები ახალისებს ბულინგსა და ადამიანის უფლებების შელახვას და ქმნის რეალურ რისკს, რომ ძალადობრივად შეცვლიან და დაამხობენ სახელმწიფო წყობილებას, თუ ქვეყანაში სამართალდამცავი ორგანოები მყარად არ იდგებიან.

„როდესაც პარტიის წარმომადგენლები და მთავარი გადაწყვეტილების მიმღები პირები გამოდიან და ამბობენ ერთ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანი იყო დამნაშავე და ეს კონკრეტული დამნაშავე, რომელსაც ჯაშუშს უწოდებენ  მიუხედავად იმისა, რომ არცერთი საგამოძიებო მოქმედებით დადასტურებული არ არის, ეჭვიც კი არ არსებობს ამ ადამიანის მოკვდინება და წამება, თურმე, გამართლებული იყო, აი ამას ამბობენ დღესაც, ერთი წლის წინ ან ორი წლის წინ კი არ ამბობდნენ, მე გეუბნებით დაახლოებით ორი კვირის წინ გაკეთებულ განცხადებებსაც. საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში გაჟღერებულ სიტყვებზე ვამბობ, რომ თურმე პენიტენციურ დაწესებულებაში ადამიანის უფლებები არ ირღვეოდა, ზოგიერთი იმასაც საუბრობს, რომ საერთოდ არ მესმის, სისტემური და სისტემატური წამება რა არისო, და პირდაპირ ეწინააღმდეგებიან სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადასტურებულ ფაქტსა და მსჯელობას. როდესაც ამ ყველაფერს ჩვენ ვისმენთ აქ, პლენუმის მიმდინარეობისას და პლენუმის წინაშე  მათ მიერ წინა დროში გაკეთებული განცხადებები, რომ თითქოს, რაღაც გადაცდომები გვქონდა… გადაცდომებზე კი არ არის საუბარი, აქ სისტემურ და სისტემატურ დანაშაულებზეა [საუბარი]. ერთი არის ნათქვამი და მეორეა, რას აკეთებენ და რას ამბობენ: რომ ახალისებენ ექსტრემიზმს, ახალისებენ ბულინგს, ახალისებენ ადამიანის ღირსების შელახვას. პირდაპირ ისევ და ისევ, დღესაც კი მათი მიზანი, როგორც ასეთი, დემოკრატიის დაზიანება, წარსულში გაკეთებული ერთ-ერთის განცხადება ვერანაირად ვერ იქნება მათი ინდულგენცია. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, რა განცხადებას აკეთებს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, მაგრამ ამაზე კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რას აკეთებს. და როდესაც მისი ქმედება პირდაპირ არღვევს კონსტიტუციას ახლა, აწმყოში, არათუ სამომავლო საფრთხეს ქმნის, არამედ ეს სამომავლო საქმე აწმყოში უკვე რეალიზებულია, რა თქმა უნდა, ეს უფრო მეტად აჩენს იმის რეალურ რისკს, რომ ის, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს  ან მას რომ ჰქონდეს ისეთი შესაძლებლობა, რომ არ არსებობდეს, ქვეყანაში მაგალითად, სამართალდამცავი ორგანოები მყარად რომ არ იდგნენ  ისე გადაატრიალებენ ძალადობრივად, სახელმწიფო წყობილებას დაამხობენ და ძალადობით შეცვლიან, რომ პირიქით, ამის შედეგებს ზოგიერთი დაელოდება და ამის მიხედვით გადაწყვეტს, პარლამენტში შევიდეს თუ არ შევიდეს“,- განაცხადა გორდულაძემ.

მსგავსი სიახლეები.