— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ფრაზა “ბრძოლა ბოლომდე” შეიძლება პოზიტიურიც კი იყოს, მაგრამ ამ სიტყვებს როდესაც წინამძღვრად აქვს, რომ 4 ოქტომბერი ცხადდება მშვიდობიანი დამხობის დღედ, ეს უკვე ძალადობრივი გზით კონსტიტუციური წყობილების დამხობის მხარდაჭერაა

არჩილ გორდულაძე: ფრაზა “ბრძოლა ბოლომდე” შეიძლება პოზიტიურიც კი იყოს, მაგრამ ამ სიტყვებს როდესაც წინამძღვრად აქვს, რომ 4…

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, მოწოდებები „ბრძოლა ბოლომდე“ და „მშვიდობიანი დამხობა“ იმ კონტექსტში, რომელიც 4 ოქტომბრის მოვლენებს უკავშირდებოდა, კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით დამხობის მხარდაჭერას წარმოადგენს.

გორდულაძის განმარტებით, აღნიშნული ფრაზების შინაარსი მისი კონტექსტისა და წინამძღვრის მიხედვით უნდა შეფასდეს.

„ასეთი ფრაზა „ბრძოლა ბოლომდე“ ეს შეიძლება პოზიტიურიც კი იყოს, რომ მაგალითად, ჩვენ ნაკრები როდესაც თამაშობს, რა თქმა უნდა, ყველა ვამბობთ რომ ბრძოლა ბოლომდე უნდა ვუგულშემატკივროთ და უნდა გავიმარჯვოთ, სამშობლოს და სპორტის მოყვარული ყველა ადამიანი ასე უნდა აკეთებდეს. მაგრამ ამ სიტყვებს, როდესაც წინამძღვრად აქვს, რომ 4 ოქტომბერი ცხადდება მშვიდობიანი დამხობის დღედ, მოემზადე საქართველო, ბრძოლა ბოლომდე, ეს უკვე დამხობის აქციის და ძალადობრივი გზით კონსტიტუციური წყობილების დამხობის მხარდაჭერაა, ცალსახად გამოხატული.
მათ შორის, როდესაც ამბობენ, რომ მაგალითად, „ოლიგარქია უნდა დაემხოს“ ასეთი ფრაზა იყო, ნათქვამი. მოდი აბა, ისიც ვნახოთ, მანამდე რა აქვს ნათქვამი და მთელი ფრაზა რას მოიცავდა, რომ რევოლუცია უნდა მოხდეს. როდის ამბობდა მაგასაც მნიშვნელობა აქვს 4 ოქტომბრის დამხობისთვის, მშვიდობიანს რომ უწოდებდნენ ისინი, აი ამ ყველაფრისთვის მთელი სამზადისი, კამპანია რომ ჰქონდათ, ზუსტად ამავე დროს ნიკა გვარამია ამბობს, რომ რევოლუცია მოდის, რომ არჩევნებში მისვლა, ის არის ღალატი და უნდა დაემხოს. კონკრეტული ფრაზებიდან ამოგლეჯილ მცირე ციტატებს კი არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს, მთლიანად გაკეთებულ განცხადებას, როდის კეთდება და რას მიემართება. როდესაც საუბრობენ, რომ მაგალითად, საერთოდ ძალადობრივი აქტები არ არსებობდა, რა თქმა უნდა, მათი გადმოსახედიდან, რაც არ არსებობდა, იმის მხარდაჭერაც ვერ მოხდებოდა, მაგრამ ერთი არის მათი შეფასება, მეორე არის ფაქტები, რომელსაც ჩვენ მათ ვუყენებთ, როგორც კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს და ამ ქმედებების მხარდაჭერას“,- განაცხადა გორდულაძემ.

მსგავსი სიახლეები.