თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე – ყველა იტყუებოდა, როცა გიორგი ბაჩიაშვილს პოლიტპატიმარს უწოდებდა, მათ შორის, BBC-ის წარმომადგენლებიც ცრუობდნენ იმ ავადსახსენებელ ფილმში, სადაც მის სახელს ლაიტმოტივად გასდევდა როგორც „პოლიტპატიმარი“

არჩილ გორდულაძე – ყველა იტყუებოდა, როცა გიორგი ბაჩიაშვილს პოლიტპატიმარს უწოდებდა, მათ შორის, BBC-ის წარმომადგენლებიც…

ყველა იტყუებოდა, როდესაც გიორგი ბაჩიაშვილს პოლიტიკურ პატიმარს უწოდებდა, მათ შორის, BBC-ის წარმომადგენლებიც ცრუობდნენ იმ ავადსახსენებელ ფილმში, სადაც მის სახელსა და გვარს ლაიტმოტივად გასდევდა როგორც „პოლიტიკური პატიმარი“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის გათავისუფლებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მას შემდეგ რაც ბაჩიაშვილი დარწმუნდა, რომ პასუხისმგებლობისგან გაქცევა წარმოუდგენელი იყო, გამოძიებასთან სრულად ითანამშრომლა და შესაბამისად, მის მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა.

„დიფ სთეითის“ წარმომადგენლებს თუ მათ მართულ ადამიანებს, ყოველთვის აქვთ სურვილი, რომ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები წარმოაჩინონ როგორც პოლიტიკური საქმეები და შემდეგ ეს თავიანთი შავბნელი მიზნებისთვის გამოიყენონ, რასაც, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში ყველაფერზე ხელმომწერი აგენტურის წარმომადგენლებიც ცდილობენ. ზუსტად ეს არის, რომ როდესაც ერთი კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ასეთი ამბავი ატეხეს, საბოლოო ჯამში დარჩა ისევ და ისევ იმად რაც იყო – ეს არის ერთი კონკრეტულის სისხლის სამართლის საქმე. ყველა იტყუებოდა, ყველა ცრუობდა, როდესაც ბაჩიაშვილს პოლიტიკურ პატიმარს უწოდებდა, მათ შორის, BBC-ის წარმომადგენლებიც ცრუობდნენ იმ ავადსახსენებელ ფილმში, სადაც ბაჩიაშვილის სახელსა და გვარს ლაიტმოტივად გასდევდა როგორც პოლიტიკური პატიმარი. ეს ხაზს უსვამს, რომ BBC-ის ფილმი სრული დეზინფორმაციით არის აღსავსე და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმის ერთ-ერთ საფუძვლად იქნა გამოყენებული შემდეგში,” – განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა პენიტენციური დაწესებულება 18 თებერვალს დატოვა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბაჩიაშვილმა ყველა სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაული აღიარა, აანაზღაურა ზიანი და გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილი 2025 წლის მაისში დააკავა. ბაჩიაშვილი მსჯავრდებული იყო „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში. მას ამ საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

ბაჩიაშვილი მსჯავრდებული იყო კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. მას სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

ასევე, გიორგი ბაჩიაშვილს „მტკვარი ჰესის“ საქმეზე ბრალდება საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

1 დღის წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

1 დღის წინ2 წთ
ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ… პოლიტიკა

ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.

1 დღის წინ2 წთ