— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება – კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ…

ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება, –  განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ, რომელიც ბრიფინგით გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში გაკეთებულ განცხადებებს. 

როგორც გორდულაძემ განმარტა, კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში, ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია

„სინამდვილეში, პოლიტიკური პარტიები ევროპის საბჭოს წევრ ბევრ ქვეყანაში არის აკრძალული, მათ შორის, გერმანიაში, ესპანეთში, მოლდოვაში, უკრაინაში და ა.შ. კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში არაფერი უჩვეულო ევროპული წესრიგისთვის არ არის.     

მოპასუხემ აღნიშნა, რომ რამდენიმე პარტიის მიმართ ერთდროულად აკრძალვის პროცედურის დაწყება დასაშვებია. აღნიშნული პოზიცია ეწინააღმდეგება წინა სასამართლო სხდომებზე ნაცპარტიების  მიერვეგაჟღერებულ პოზიციას იმის შესახებ, რომ რამდენიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ აკრძალვის პროცედურის ერთდროულად წარმოება დაუშვებელია და მისი მაგალითი ევროპულ ქვეყნებში არ ყოფილა,“ – განაცხადა არჩილ გორდულაძემ. 

მსგავსი სიახლეები.