— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებაზე: როდესაც ჩვენ გამოცხადებული გვაქვს შეურიგებელი ბრძოლა ნარკოტიკების რეალიზაციის წინააღმდეგ, ეს ვაჟბატონი საუბრობს, რომ თურმე ნარკოტიკების რეალიზატორები არ უნდა იყვნენ დასჯილები. საინტერესოა „ახალი“ რას ფიქრობს ამ ყოვლად უგუნურ განცხადებაზე

არჩილ გორდულაძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებაზე: როდესაც ჩვენ გამოცხადებული გვაქვს შეურიგებელი ბრძოლა ნარკოტიკების…

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადება შეაფასა, რომელშიც მან ნარკოტიკების გამსაღებლებზე, ე.წ.”ბარიგებზე” ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი ციხეში არ უნდა ისხდნენ. ~
გორდულაძე მის ამ განცხადებას უგუნურს უწოდებს და აღნიშნავს, საინტერესოა პარტია „ახალი“ რას ფიქრობს ამ ყოველივეზე.

„ზურაბ ჯაფარიძე გვარამიას პარტიის ერთ-ერთი წევრი იყო და არის, თუ სწორად მახსოვს 2022 წელსაც საარჩევნო სიაშიც იყო წარმოდგენილი და საინტერესოა „ახალი“ რას ფიქრობს ამ ყოვლად უგუნურ განცხადებაზე, რაც იკადრა ზურაბ ჯაფარიძემ. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ამ ოპოზიციის, ეგრეთ წოდებული პარტიების მხარეს არ არის არავითარი ლოგიკა და მათ არ აქვთ სურვილი, საზოგადოებისთვის სასიკეთო ნაბიჯები გადადგან, ეს მათ შორის, ზურა ჯაფარიძის განცხადებითაც წარმოჩინდება. მაშინ, როდესაც ჩვენ გამოცხადებული გვაქვს შეურიგებელი ბრძოლა ნარკოტიკების რეალიზაციის წინააღმდეგ, ეს ვაჟბატონი გამოდის და საუბრობს, რომ თურმე ნარკოტიკების გამსაღებლები და რეალიზატორები არ უნდა იყვნენ დასჯილები. თავისივე ნაბიჯებით საზოგადოებას ანახებენ, თუ რანი არიან, რა სურვილები და რა მოლოდინები აქვთ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ“,-განაცხადა გორდულაძემ.

მსგავსი სიახლეები.