— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
საქართველო

არემჯიმ საზაფხულო სკოლა 2025-ის მონაწილეები დააჯილდოვა

არემჯიმ საზაფხულო სკოლა 2025-ის მონაწილეები დააჯილდოვა

არემჯის სტუდენტური მხარდაჭერის პროგრამის, საზაფხულო სკოლის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. სტუდენტებმა შემაჯამებელი პრეზენტაციები გამართეს. ღონისძიების ბოლოს, მათ სამახსოვრო სერტიფიკატები გადაეცათ.

არემჯის საზაფხულო სკოლის შემაჯამებელი ღონისძიება კომპანიის თბილისის ოფისში გაიმართა. მას გენერალური დირექტორის მოადგილე ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში გიორგი ჩხეიძე უძღვებოდა. სტუდენტების პრეზენტაციები მოისმინეს და მათ დაჯილდოებაში მიიღეს მონაწილეობა სტუ-ის სამთო-გეოლოგიისა და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელმა პროფესორმა ნოე ხოზრევანიძემ, სტუ-ის პროფესორებმა ანზორ აბშილავამ, ნოდარ ფოფორაძემ და გიორგი ხეცურიანმა.

მე-2 წელია, რაც არემჯის საზაფხულო სკოლაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის მიმართულების სტუდენტებმაც მიიღეს მონაწილეობა.

წელს სკოლამ სტუდენტების მე-7 ნაკადი მიიღო საკუთარ საწარმოში. საზაფხულო სკოლა არემჯის ერთთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაა, რომელიც 2018 წლიდან სტუდენტებს საზაფხულო არდადეგების პერიოდში დაბა კაზრეთში, კომპანიის საწარმოში პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას სთავაზობს.

„საზაფხულო სკოლაში მისვლისთანავე დაგვხვდა მეგობრული გარემო, ჩვენს პრაქტიკებს წარმართავდნენ მაღალი დონის პროფესიონალები. დასაწყისში ამომწურავი ინფორმაცია მივიღე შრომის უსაფრთხოების წესების შესახებ, რამაც ჩვენს უსაფრთხოდ საქმიანობას შეუწყო ხელი. პირადად მე ბევრი ისეთი რამ ვისწავლე, რამაც საგრძნობლად აამაღლა ჩემი ცოდნა და გამხადა უფრო თავდაჯერებული.

პრაქტიკული სამუშაოების დამთავრების შემდეგ, ჯგუფებმა მოვამზადეთ პრეზენტაციები, სადაც ვისაუბრეთ პროექტში მიღებულ გამოცდილებაზე. ჩემი ჯგუფის მთავარი თემა იყო სამთო საქმე, ღია კარიერული წესით დამუშავება, რადგან ეს მიმართულება ძალიან მოგვეწონა და უფრო სიღრმეებმა დაგვაინტერესა.“ – ზურა ტყემალაძე სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი .

„არემჯიში ერთთვიანი პრაქტიკა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა. ეს იყო შესაძლებლობა, ჩემს პროფესიას პრაქტიკულად შევხებოდი და უკეთ გამეგო, რამდენად მნიშვნელოვანია ის რეალურ ცხოვრებაში.

საზაფხულო სკოლაში მივიღე მაგალითები, რამაც დამანახა, თუ როგორ უნდა გამოვიყენო აქამდე მიღებული თეორიული ცოდნა უშუალოდ პრაქტიკაში. დავრწმუნდი, რომ ჩემი არჩევანი სწორია და ამ მიმართულებით განვითარება მომცემს როგორც პირად, ასევე პროფესიულ წარმატებას.

გარდა ამისა, პროექტმა განმივითარა პასუხისმგებლობის გრძნობა, დამანახა გუნდური მუშაობის მნიშვნელობა და ის, თუ რამდენად საჭიროა შემოქმედებითი მიდგომა ნებისმიერ საქმეში.“ – ანა ზურაბიშვილი, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, არემჯის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ხარისხიანი განათლების ხელშეწყობაა, რაც გაეროს მდგრადი განვითარების მე-4 მიზან ეხმიანება. წლებია კომპანია სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივას ახორციელებს, მათ შორის აღსანიშნავია სტუ-ისთან და სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან პარტნიორობით ჩატარებული სტუდენტური პროექტები, როგორიც არის საზაფხულო სკოლა.

მსგავსი სიახლეები.

არქიმანდრიტი ბენიამინი: მთავრობასაც ყველაფერი ისე არ შეუძლია, ჩვენ რომ გვინდა, იმიტომ, რომ დემოკრატიულ ქვეყნებს აქვთ… საქართველო

არქიმანდრიტი ბენიამინი: მთავრობასაც ყველაფერი ისე არ შეუძლია, ჩვენ რომ გვინდა, იმიტომ, რომ დემოკრატიულ ქვეყნებს აქვთ კანონები, ისედაც ხომ დასცინიან ჩვენ მთავრობას, რატომ თქვი, ქალი ქალია და კაცი კაციაო – სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მშვიდობა რომ შეგვინარჩუნეს, მადლობა ვუთხრათ ამ საკითხში ხელისუფლებას

4 დღის წინ3 წთ
ექიმი პაატა ჟორჟოლიანი: მე სუროგაციის აკრძალვის მომხრე ვარ, ქალის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკებზე მაღლა კომერციული… საქართველო

ექიმი პაატა ჟორჟოლიანი: მე სუროგაციის აკრძალვის მომხრე ვარ, ქალის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკებზე მაღლა კომერციული ინტერესი არ უნდა იდგეს

5 დღის წინ7 წთ
ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას… საქართველო

ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი

7 დღის წინ1 წთ