— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
საქართველო

არქეოლოგებმა თურქეთში ქართველი მეფის, აშოტ პირველის საფლავი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა თურქეთში ქართველი მეფის, აშოტ პირველის საფლავი აღმოაჩინეს

თურქეთში, არდანუჩში მომუშავე არქეოლოგები ფიქრობენ, რომ ქართველი მეფის, აშოტ I დიდის ​დაკარგული სამარხი იპოვეს. თაღოვანი სამარხი გევერნიკის ციხეში, წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესიის აფსიდის ქვეშ აღმოაჩინეს.

Anatolian Archeology წერს, რომ ეს მეფის არტანუჯში დაკრძალვის შესახებ არსებული ისტორიული ცნობების პირველი არქეოლოგიური დადასტურებაა.

გათხრები თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროსა და ვან იუზუნჯუ იილის უნივერსიტეტის ეგიდით მიმდინარეობს. ექსპედიციის დირექტორის, დოქტორ ოსმან აითექინის თქმით, ჯგუფმა აღმოაჩინა 2 მეტრის სიგრძისა და 1.8 მეტრის სიგანის კამერა, რომელიც ქვის თაღით იყო გადახურული და უშუალოდ ეკლესიის აფსიდის ქვეშ მდებარეობდა.

„შუა საუკუნეების ქართული წყაროები იუწყებიან, რომ მეფე აშოტი სწორედ ამ ეკლესიაშია დაკრძალული. კამერის არქიტექტურული მდებარეობა და სტრუქტურა სრულყოფილად შეესაბამება ამ ცნობებს. სამეცნიერო თვალსაზრისით, ახლა ჩვენ შეგვიძლია თურქული არქეოლოგიის სახელით დავადასტუროთ აშოტ დიდის დაკრძალვის ადგილი“, – განაცხადა დოქტორმა აითექინმა.

აშოტ I დიდი, კურაპალატი იყო პირველი ბაგრატიონი, რომელიც გამეფდა, შესაბამისად 809 წელს მან სამეფო დინასტია დააფუძნა. მეფე 826 წლის იანვარში გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები.

არქიმანდრიტი ბენიამინი: მთავრობასაც ყველაფერი ისე არ შეუძლია, ჩვენ რომ გვინდა, იმიტომ, რომ დემოკრატიულ ქვეყნებს აქვთ… საქართველო

არქიმანდრიტი ბენიამინი: მთავრობასაც ყველაფერი ისე არ შეუძლია, ჩვენ რომ გვინდა, იმიტომ, რომ დემოკრატიულ ქვეყნებს აქვთ კანონები, ისედაც ხომ დასცინიან ჩვენ მთავრობას, რატომ თქვი, ქალი ქალია და კაცი კაციაო – სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მშვიდობა რომ შეგვინარჩუნეს, მადლობა ვუთხრათ ამ საკითხში ხელისუფლებას

4 დღის წინ3 წთ
ექიმი პაატა ჟორჟოლიანი: მე სუროგაციის აკრძალვის მომხრე ვარ, ქალის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკებზე მაღლა კომერციული… საქართველო

ექიმი პაატა ჟორჟოლიანი: მე სუროგაციის აკრძალვის მომხრე ვარ, ქალის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკებზე მაღლა კომერციული ინტერესი არ უნდა იდგეს

5 დღის წინ7 წთ
ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას… საქართველო

ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი

6 დღის წინ1 წთ