— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
პოლიტიკა

აშშ-ირანის მოლაპარაკებებზე მხარეები 45 დღით ცეცხლის შეწყვეტის გეგმას განიხილავენ

აშშ-ირანის მოლაპარაკებებზე მხარეები 45 დღით ცეცხლის შეწყვეტის გეგმას განიხილავენ

გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, აშშ, ირანი და რეგიონის ქვეყნების შუამავლები შესაძლო 45-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის პირობებს განიხილავენ, რამაც შესაძლოა, საბოლოოდ ომის დასრულებაც გამოიწვიოს. ამის შესახებ გამოცემა საკითხზე ინფორმირებულ აშშ-ს, ისრაელისა და რეგიონულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების მიხედვით, მომდევნო 48 საათის განმავლობაში, როცა პრეზიდენტი ტრამპის მიერ დადგენილი ვადა იწურება, შეთანხმების მიღწევის შანსები მცირეა, თუმცა, ბოლო ძალისხმევა ერთადერთ შანსს იძლევა, რათა არ მოხდეს ომში შესაძლო ესკალაცია მას შემდეგ, რაც ტრამპი ირანის რეჟიმს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიშებით დაემუქრა.

პარალელურად, წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Reuters-იც წერს, რომ ომის დამთავრებასთან დაკავშირებით გეგმა აშშ-მ და ირანმაც მიიღეს, რომელიც შესაძლოა, ძალაში ორშაბათსვე შევიდეს და შედეგად ჰორმუზის სრუტე გაიხსნას.

ცნობისთვის, პრეზიდენტი ტრამპის მიერ ირანისთვის მიცემული 10-დღიანი ვადა ორშაბათს უნდა ამოწურულიყო, თუმცა, კვირას, 5 აპრილს, ტრამპმა Truth Social-ზე განაცხადა, რომ ახალი ბოლო ვადა ვაშინგტონის დროით სამშაბათს, 20:00 საათამდე (თბილისის დროით 7 აპრილის 04:00 საათამდე), გაახანგრძლივა.

კვირას ტრამპმა Axios-თან საუბრისას აღნიშნა, რომ აშშ ირანთან “სიღრმისეულ მოლაპარაკებებს” მართავს და დაამატა, რომ სამშაბათს, ვადის ამოწურვამდე, შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.

“ამის კარგი შანსია, მაგრამ თუ შეთანხმებას არ დადებენ, იქ ყველაფერს ავაფეთქებ,” თქვა მან.

აპრილის დასაწყისში აშშ-ს პრეზიდენტი ირანის რეჟიმს ხიდებისა და ელექტროსადგურების განადგურებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამერიკასთან შეთანხმებას არ დადებდნენ. 

“ჩვენს არმიას, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უდიდესსა და ყველაზე ძლიერის, არც კი დაუწყია იმის განადგურება, რაც ირანში დარჩა. შემდეგი ხიდებია, მერე კი – ელექტროსადგურები!” – წერდა ტრამპი.

მსგავსი სიახლეები.

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს პოლიტიკა

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

48 წთ წინ1 წთ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

4 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

5 სთ წინ2 წთ