— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მსოფლიო

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი საქართველოს პროკურატურას მადლობას უხდის და აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახური (FBI) ტერორიზმში ბრალდებული პირის ექსტრადირებას ეხმაურება

FBI ნიუ-იორკის განყოფილება, სოციალურ ქსელ X-ში საქართველოდან ექსტრადირებული პირის ფოტოებს აქვეყნებს და ათწლიანი ძებნის შემდეგ, მისი მართლმსაჯულების წინაშე წარდგომის ფაქტს ეხმაურება.

ინფორმაციის თანახმარდ, დავუდ ანსარის (Davud Ansariy), რომელიც უზბეკეთის მოქალაქე და აშშ-ის ნატურალიზებული მოქალაქეა, დღეს ბრუკლინის ფედერალურ სასამართლოში წაუყენებენ ბრალს. მას „ისლამური სახელმწიფოსა“ (ISIS) და „ალ-ნუსრას ფრონტისთვის“ (ANF) მატერიალური დახმარების გაწევასა და ამავე მიზნით შეთქმულების მოწყობაში ედავებიან.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ანსარის ექსტრადიცია ნიუ-იორკის აღმოსავლეთ ოლქში საქართველოდან 2026 წლის 23 სექტემბერს განხორციელდა, სადაც ის 2026 წლის აგვისტოში დააკავეს.

დავუდ ანსარი აშშ-დან 2016 წელს, თურქეთის მიმართულებით გაიქცა და მას შემდეგ იძებნება. საქართველოს პროკურატურისა და აშშ იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლობის ფარგლებში, პროკურატურამ პირი საქართველოს ტერიტორიაზე დააკავა და შესაბამისი პროცედურების დაცვით, ამერიკის შეერთებულ შტატებს გადასცა.

აშშ იუსტიციის დეპარტამენტმა დღეს საქართველოს პროკურატურას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, თანამშროლობისა და ძებნილის დაკავებისთვის მადლობა გადაუხადა.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.