— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
მსოფლიო

აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა გაეროს შტაბ-ბინის სიახლოვეს მასშტაბური სატელეკომუნიკაციო თავდასხმის საფრთხე აღმოფხვრა

აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა გაეროს შტაბ-ბინის სიახლოვეს მასშტაბური სატელეკომუნიკაციო თავდასხმის საფრთხე აღმოფხვრა

ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურმა გაეროს შტაბ-ბინის სიახლოვეს მასშტაბური სატელეკომუნიკაციო თავდასხმის საფრთხე აღმოფხვრა.

საიდუმლო სამსახურის ცნობით, ნიუ-იორკში აღმოაჩინეს და გაანადგურეს ელექტრონული მოწყობილობების ქსელი, რომელიც ამერიკის მთავრობის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სატელეკომუნიკაციო შეტევისთვის გამოიყენებოდა.

გამოძიებამ გამოავლინა სამასზე მეტი სერვერი და ასი ათასი სიმ-ბარათი, რომელთა გამოყენებაც მობილური სატელეფონო კავშირის გათიშვის, სერვერებზე თავდასხმისა და დაშიფრული კომუნიკაციის შეფერხებისთვის შეიძლებოდა.

საიდუმლო სამსახურის განცხადებით, ელექტრონული მოწყობილობები გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი რანგის შეხვედრის ადგილიდან 50 კილომეტრის რადიუსით იყო კონცენტრირებული.