— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მსოფლიო

დრონების დაფიქსირების გამო დანიაში, მიმდინარე კვირაში მეორე აეროპორტში, რეისები შეფერხდა

დრონების დაფიქსირების გამო დანიაში, მიმდინარე კვირაში მეორე აეროპორტში, რეისები შეფერხდა

დანიის ოლბორგის აეროპორტი, რომელიც კომერციული და სამხედრო ავიარეისებისთვის გამოიყენება, მის საჰაერო სივრცეში დრონების დაფიქსირების გამო, დროებით დაიხურა, – ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დანიის ეროვნული პოლიციის ცნობით, დრონები იმავე სქემით მოქმედებდნენ, როგორც რამდენიმე დღის წინ კოპენჰაგენის აეროპორტთან დაფიქსირებული დრონები, რომელთა გამოც ფრენები ოთხი საათით შეაჩერეს. პოლიციამ მოგვიანებით განაცხადა, რომ დრონებმა ოლბორგის ტერიტორია დაახლოებით სამი საათის შემდეგ დატოვეს.

პოლიციის ინფორმაციით, ოლბორგის აეროპორტის დახურვამ გავლენა მოახდინა დანიის შეიარაღებულ ძალებზეც, რადგან ის სამხედრო ბაზად გამოიყენება. დანიის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს, რომ ადგილობრივ და ეროვნულ პოლიციას გამოძიებაში ეხმარებიან, თუმცა დამატებითი კომენტარისგან თავი შეიკავეს.

დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა სამშაბათს, კოპენჰაგენის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შეფასებისას, განაცხადა, რომ ეს ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ყველაზე სერიოზული თავდასხმა იყო და მომხდარი ევროპის საჰაერო სივრცეში რუსეთის დრონების შეჭრასა და სხვა დარღვევებს დაუკავშირა. დანიაში რუსეთის ელჩმა განაცხადა, რომ კოპენჰაგენის აეროპორტში მომხდარ ინციდენტში რუსეთის მონაწილეობის შესახებ ეჭვები უსაფუძვლოა.