— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ერაყში საწვავის შემავსებელი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის ექვსივე წევრი დაიღუპა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ერაყში საწვავის შემავსებელი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის ექვსივე წევრი…

ერაყში საწვავის შემავსებელი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის ექვსივე წევრი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.

მანამდე, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, ეკიპაჟის ექვსი წევრიდან ოთხის დაღუპვის შესახებ. სარდლობის ცნობით, მიმდინარეობს ინციდენტის გარემოებების გამოძიება. მათივე ინფორმაციით, დაღუპულთა ვინაობა 24 საათის განმავლობაში არ გასაჯაროვდება, იქამდე, ვიდრე ნათესავებს მომხდარის შესახებ არ შეატყობინებენ.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა ერაყულმა დაჯგუფება „ერაყის ისლამურმა წინააღმდეგობამ“ აიღო. დაჯგუფების განცხადებაში აღნიშნულია, რომ KC-135 ტიპის თვითმფრინავი „ქვეყნის სუვერენიტეტისა და საჰაერო სივრცის დასაცავად“ ჩამოაგდეს.

ცნობისთვის, ამერიკული მხარის ინფორმაციით, 12 მარტს ერაყში ჩამოვარდა KC-135 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი. როგორც აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განმარტა, შემთხვევასთან არც მტრის ცეცხლი და არც მეგობრული ცეცხლი არ ყოფილა დაკავშირებული.