— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ლევან თაქთაქიშვილი: რომ ვუყურებ ბათუმის ამბების გამოხმაურებას ოპოზიციური სპექტრიდან, ვრწმუნდები სწორედ ქართველი მოღალატენი ყავდნენ მენშევიკებსაც, ზვიადსაც, მერეც, დღესაც! სულ გვეყოლება! მათი სახელი ლეგიონია! გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს
მსოფლიო

ავსტრალიაში, ოლიმპიური თამაშების ჩატარებას ნიანგებით სავსე მდინარეში აპირებენ

ავსტრალიაში, ოლიმპიური თამაშების ჩატარებას ნიანგებით სავსე მდინარეში აპირებენ
Masai Mara National Reserve, Kenya. Nile Crocodiles (Crocodilus niloticus) are the only species found in Africa.Crocodiles are the most well developed of the reptiles.They are well adapted as predators and have few natural enemies.

ავსტრალიაში, ბრისბენის 2032 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა, კანოესა და კაიაკინგის შეჯიბრების ადგილად კუინზლენდში მდებარე ფიცროის მდინარე დაამტკიცა, მიუხედავად იმისა, რომ მდინარეში ნიანგები ბინადრობენ. ამ გადაწყვეტილებამ სპორტული ფედერაციების პროტესტი უკვე გამოიწვია.

როკჰემპტონში მდებარე ფიცროის მდინარე მარტში გამოცხადდა ოლიმპიური თამაშების ადგილად, თუმცა ამ გადაწყვეტილებამ ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მდინარე არ აკმაყოფილებდა ტექნიკურ სტანდარტებს.

თუმცა, ნიჩბოსნობის მემკვიდრეობის საკონსულტაციო კომიტეტმა (CQ32) სამშაბათს დაადასტურა, რომ მდინარემ გაიარა წინასწარი ტესტირება, რომელიც ორგანიზებული იყო თამაშების დამოუკიდებელი ინფრასტრუქტურისა და კოორდინაციის ორგანოს (GIICA) მიერ.

ავსტრალიის ნიჩბოსნობის ასოციაციამაც განაცხადა, რომ ფიცროის მდინარე საერთაშორისო სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, რადგან მდინარე სავსეა ნაკადულებითა და საშიში მტაცებლებით.

“ნიანგები შეიძლება საერთაშორისო სპორტსმენებისთვის შემაფერხებელი ფაქტორი იყოს“, – განაცხადა ასოციაციის დირექტორმა სარა კუკმა.