— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი მემილიონე მგზავრს მოემსახურა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი მემილიონე მგზავრს მოემსახურა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი წელს უკვე მემილიონე მგზავრს მოემსახურა.

„ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, ეს უპრეცედენტო მოვლენაა ამ აეროპორტის არსებობის ისტორიაში.

„თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის, „ტავ ჯორჯიას“ გათვლებით წლის ბოლომდე ბათუმის აეროპორტში მგზავრთნაკადი ყველა დროის რეკორდს მოხსნის და 1,2 მილიონს მიაღწევს. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მემილიონე მგზავრი, გერმანიის მოქალაქე მიჰალ ნატოვიჩი საქართველოში ტურისტული ვიზიტით შვილებთან ერთად იმყოფებოდა. ის ბორტზე სიმბოლური ღონისძიებით გააცილეს.

ბათუმში 2025 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის ზრდა 32%-ია, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით კი – 90%.

მგზავრთა რაოდენობის ზრდა უპრეცედენტო იყო 2025 წლის აგვისტოში. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის განმავლობაში პირველად, ის ერთი თვის განმავლობაში 200 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა (213,636). ისტორიული იყო 2025 წლის 24 აგვისტო, როცა აღნიშნულმა აეროპორტმა დღის განმავლობაში 9 000 მგზავრი გაატარა და 35 რეისი მიიღო და გააცილა.

მგზავრთნაკადის ზრდის ფონზე, „ტავ ჯორჯია“ მუდმივად ახორციელებს ინვესტიციებს ინფრასტრუქტურის განვითარებაში. მიმდინარე წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია დასრულდა, გაორმაგდა საჰაერო ხომალდების სადგომების რაოდენობა და ასევე, კომპანიამ შეიძინა ახალი ტექნიკა. ასევე, გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე წელს მგზავრთა დახვედრის ზონისა და მოფრენის სივრცეში პასპორტის კონტროლის ზონის გაფართოება იგეგმება“, – აცხადებენ „ტავ ჯორჯიაში“.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ