— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
მსოფლიო

ბელგიის პრემიერი ბარტ დე ვევერი: ტრამპი მტრულად არის განწყობილი ევროკავშირის იდეის მიმართ

ბელგიის პრემიერი ბარტ დე ვევერი: ტრამპი მტრულად არის განწყობილი ევროკავშირის იდეის მიმართ

ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მტრულად არის განწყობილი ევროკავშირის იდეის მიმართ.

პრემიერის თქმით, „როდესაც ის [ტრამპი] ამბობს, რომ უყვარს ევროპა, სინამდვილეში გულისხმობს, რომ მას უყვარს 27 ცალკეული ქვეყანა, რომლებიც ან ვასალურ პირობებში იქნებოდნენ, ან მონური დამოკიდებულებით იცხოვრებდნენ“. მისივე განცხადებით ევროკავშირის ეკონომიკა ერთადერთი ძალაა, რომელიც საკმარისად დიდია იმისათვის, რომ აშშ-ის პრეზიდენტს წინააღმდეგობა გაუწიოს— და “მას ეს არ მოსწონს“.

ბელგიის პრემიერმა ეს განცხადებები დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გააკეთა, სადაც აშშ-სა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებსა და დონალდ ტრამპის პოლიტიკურ შეხედულებებს განიხილავდა. როგორც მან აღნიშნა, ევროპამ წითელი ხაზები უნდა გაავლოს და თავისი პოზიცია გამოხატოს.

„ჩვენ ამ ყველაფრის მსხვერპლები ვიქნებით და რა თქმა უნდა, თუ ალიანსში ძალადობით გემუქრებიან და იქვე წითელ ხაზს არ გაავლებთ, მაშინ საერთოდ სად უნდა გაავლოთ? ასე რომ, ჩვენ მშვიდად, თავაზიანად გადავეცით ჩვენი გზავნილი. ამის თქმა შემიძლია. არ ვიტყვი, შემდეგ როგორი რეაქცია გვქონდა. არ მგონია, უახლოეს მომავალში თეთრ სახლში მიმიწვიონ. მოდი, ამაზე შევჩერდეთ“- განაცხადა ბელგიის პრემიერმა.