— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: ჩვენი განათლების სისტემა იწყებს თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ ჰონგ-კონგის უნივერსტეტთან, ამ ისტორიული მოვლენის სულის ჩამდგმელი არის ცოტნე ივანიშვილი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საქმე განეხორციელებინა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის წევრებმა დანიის პარლამენტში შეხვედრები გამართეს ნიკოლოზ სამხარაძე დანიის საგარეო პოლიტიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდა ნიკოლოზ სამხარაძემ კოპენჰაგენის მერიაში საქართველოს შესახებ მოხსენება წაიკითხა ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი თავდგირიძე: ბიძინა ივანიშვილმა თავის ოჯახთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, 28 ოჯახს ჰქონდეს საკუთარი ჭერი, „TV პირველმა“ ეს ისე ატრიალა, თითქოს ქულების დაწერას ცდილობდა. მინდა მოგიწოდოთ, თქვენი პარტიის ლიდერიც ბიზნესმენია და ვთხოვოთ, რამოდენიმე ოჯახს დაეხმაროს, მაგრამ დახმარების ნაცვლად, ბევრი ოჯახი დატოვა უსახლკაროდ
პოლიტიკა

Berliner Zeitung: კორუფციული სკანდალი მაია სანდუს ოჯახის გარშემო – შეუქმნის თუ არა ეს საქმე საფრთხეს მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს?

Berliner Zeitung: კორუფციული სკანდალი მაია სანდუს ოჯახის გარშემო – შეუქმნის თუ არა ეს საქმე საფრთხეს მოლდოვის ევროკავშირში…

მაშინ, როდესაც მოლდოვა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს აწარმოებს, პრეზიდენტ მაია სანდუს ნათესავებთან დაკავშირებულმა კორუფციულმა სკანდალმა თანამდებობიდან გადადგომების ტალღა გამოიწვია, – წერს გერმანული გამოცემა Berliner Zeitung.

გამოცემის ინფორმაციით, ამ საქმის ცენტრშია ბრალდებები სავარაუდოდ გაყალბებული რეზიუმეების (CV) და სახელმწიფო საჰაერო მოძრაობის მართვის სააგენტო MoldATSA-ში არაპროპორციულად მაღალი ხელფასების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი მაია სანდუ უშუალოდ სკანდალში არ ფიგურირებს, მასზე პოლიტიკური ზეწოლა გაიზარდა მას შემდეგ, რაც საქმეში მისი ორი ნათესავი აღმოჩნდა ჩართული. ეს მოვლენები იმ პერიოდში განვითარდა, როდესაც მოლდოვამ ევროკავშირთან გაწევრიანების ოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყო.

18 ივნისს გაზეთმა Ziarul de Gardă-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დუმიტრუ ვანგელი, რომელიც იმ დროს MoldATSA-ის დირექტორი იყო, სამსახურში განაცხადის შეტანისას, სავარაუდოდ, ყალბ მონაცემებს უთითებდა საკუთარ ბიოგრაფიაში. ის სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელად 2025 წელს დაინიშნა. ამავე გამოძიების ფარგლებში ყურადღების ცენტრში მოექცა ანასტასია ტაბურჩეანუ, MoldATSA-ის პრესსპიკერი და პრეზიდენტ სანდუს ბიძაშვილი.

ხუთი დღის შემდეგ საგამოძიებო ორგანიზაცია RISE Moldova-მ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, ტაბურჩეანუს საჰაერო მოძრაობის მართვის სააგენტოში პრესსპიკერად მუშაობის პერიოდში, ერთ წელზე ნაკლებ დროში, თვეში დაახლოებით 6 000 ევრო ჰქონდა მიღებული. ეს თანხა მოლდოვაში საშუალო თვიურ ხელფასს დაახლოებით რვაჯერ აღემატებოდა. ამის შემდეგ ტაბურჩეანუმ Facebook-ზე საკუთარი გადადგომის შესახებ გამოაცხადა.

ორი დღის შემდეგ თანამდებობა დატოვა სანდუს კიდევ ერთმა ბიძაშვილმა, ტატიანა ბატინმა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის, იგორ გროსუს ადმინისტრაციის უფროსი იყო. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი მეუღლე, კონსტანტინ ბატინი, ლატვიელი ბიზნესმენის, მარკს ბლატსის, ბიზნესპარტნიორი იყო. ბლატსი აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება და მას ბრალად ედება, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის არმიას მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებით ამარაგებდა.

მაია სანდუმ გაოცება გამოთქვა ტაბურჩეანუს ხელფასითა და პრემიებით და მოითხოვა ვანგელის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების გამოძიება.

ვანგელის გათავისუფლების შემდეგ თანამდებობა დატოვა რომან კოჯუხარიმ, საჯარო ქონების სააგენტოს (APP) გენერალურმა დირექტორმაც. სწორედ ეს უწყება ზედამხედველობს MoldATSA-ის საქმიანობას. კოჯუხარიმ განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას იღებს სააგენტოს წინა ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებების არასაკმარის კონტროლზე.

ასევე გადადგა რადუ მარიანი, პარლამენტის ეკონომიკის, ბიუჯეტისა და ფინანსების კომიტეტის თავმჯდომარე. მისი თქმით, სწორედ მან გაუწია ვანგელის რეკომენდაცია MoldATSA-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, რის გამოც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებს, თუმცა, აღნიშნა, რომ გამოვლენილი დარღვევების შესახებ არაფერი იცოდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ იგორ გროსუმ ასევე დაადასტურა თავისი ადმინისტრაციის უფროსის, ტატიანა ბატინის გადადგომა და ეს ნაბიჯი შეაფასა როგორც „ღირსეული გადადგომა“, რომელიც MoldATSA-ის სკანდალს უკავშირდებოდა და არა მოგვიანებით გავრცელებულ ცნობებს მისი მეუღლის საქმიანობის შესახებ.

„მაისში ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრეზიდენტ მაია სანდუს ევროპული ღირსების ორდენი გადასცა. ეს ახალი ჯილდოა, რომელიც შუმანის დეკლარაციის 75-ე წლისთავთან დაკავშირებით დაწესდა.

მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი თავები სასამართლო სისტემის რეფორმაზე, სამართლის უზენაესობის განმტკიცებასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზეა ორიენტირებული. ამიტომ, მოლდოვის ხელისუფლების რეაგირება MoldATSA-ის სკანდალზე, სავარაუდოდ, განსაკუთრებული ყურადღებით შეფასდება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შემდგომ ეტაპებზეც,” – წერს Berliner Zeitung-ი.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: ჩვენი განათლების სისტემა იწყებს თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ ჰონგ-კონგის უნივერსტეტთან, ამ ისტორიული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: ჩვენი განათლების სისტემა იწყებს თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ ჰონგ-კონგის უნივერსტეტთან, ამ ისტორიული მოვლენის სულის ჩამდგმელი არის ცოტნე ივანიშვილი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საქმე განეხორციელებინა

13 სთ წინ2 წთ
ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი თავდგირიძე: ბიძინა ივანიშვილმა თავის ოჯახთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, 28 ოჯახს ჰქონდეს… პოლიტიკა

ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი თავდგირიძე: ბიძინა ივანიშვილმა თავის ოჯახთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, 28 ოჯახს ჰქონდეს საკუთარი ჭერი, „TV პირველმა“ ეს ისე ატრიალა, თითქოს ქულების დაწერას ცდილობდა. მინდა მოგიწოდოთ, თქვენი პარტიის ლიდერიც ბიზნესმენია და ვთხოვოთ, რამოდენიმე ოჯახს დაეხმაროს, მაგრამ დახმარების ნაცვლად, ბევრი ოჯახი დატოვა უსახლკაროდ

17 სთ წინ3 წთ
ლევან თაქთაქიშვილი: რომ ვუყურებ ბათუმის ამბების გამოხმაურებას ოპოზიციური სპექტრიდან, ვრწმუნდები სწორედ ქართველი მოღალატენი… პოლიტიკა

ლევან თაქთაქიშვილი: რომ ვუყურებ ბათუმის ამბების გამოხმაურებას ოპოზიციური სპექტრიდან, ვრწმუნდები სწორედ ქართველი მოღალატენი ყავდნენ მენშევიკებსაც, ზვიადსაც, მერეც, დღესაც! სულ გვეყოლება! მათი სახელი ლეგიონია!

19 სთ წინ2 წთ