— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
პოლიტიკა

ბერლინში “ფეისბუქ”-პოსტის გამო ოპოზიციის აქტივისტის, ნატა ფერაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ბერლინში “ფეისბუქ”-პოსტის გამო ოპოზიციის აქტივისტის, ნატა ფერაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ოპოზიციის აქტივისტი ნატა ფერაძე, რომელიც ბერლინში იმყოფება, ამბობს, რომ გერმანიის სამართალდამცავმა ორგანოებმა “ფეისბუქზე” გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი შინაარსის პოსტის გამო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

როგორც ფერაძე სოციალურ ქსელში წერს, გერმანული კანონმდებლობით ინტერნეტში შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით ისჯება.  

“მოკლედ ასეთი ამბავია: მომივიდა წერილი, რომ ფბ პოსტის გამო ჩემზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე აქ, ბერლინში. კი, აქაური კანონმდებლობით თურმე სისხლით განიხილება ფბ შეურაცხყოფები. არ წერია ვინ შეიტანა სარჩელი, მხოლოდ დრო წერია, როდის გამოქვეყნდა პოსტი და ამითი მე კი მივხვდი, ვინც იყო, მაგრამ  ველი პასუხს და უკვე დოკუმენტირებულად გამოვდებ სახელს და გვარს.

მანამდე კი ჩემს ვარაუდს გეტყვით: ბერლინში ჩანერგილი საკმაოდ დიდ აუდიტორიიანი ქოცი გარეწარია. 

ეს პირველი ეტაპი, ჩემი ადვოკატის და სამართალდამცავების მიმოწერის:
** **** (ადვოკატის სახელი)
ადვოკატი
სისხლის სამართლის სპეციალისტი
ბერლინი, 07.09.2026
თქვენი ნომერი:
 *****
საგამოძიებო საქმე ნატალია ფერაძის წინააღმდეგ
პატივცემულო ბატონო ****,
პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო,
თანდართული ჩემზე გაცემული მინდობილობის საფუძველზე გაცნობებთ, რომ ქალბატონმა ნატალია ფერაძემ დამავალა მისი დაცვა წინამდებარე სისხლის სამართლის/საგამოძიებო საქმეში, რომელიც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს Facebook-ის საშუალებით სავარაუდო შეურაცხყოფის გამო.
ჩემი რჩევის შესაბამისად, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი შემდგომ შეტყობინებამდე ისარგებლებს დუმილის უფლებით.
უკვე ამ ეტაპზე ვითხოვ, რომ წინამდებარე საქმე გერმანიის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (StPO) §170-ის მე-2 პუნქტის საფუძველზე შეწყდეს.
ამასთან, ვითხოვ, რომ რაც შეიძლება მალე მომეცეს საქმის მასალების გაცნობის უფლება (Akteneinsicht) პროკურატურის/სასამართლო ორგანოს მიერ საქმის მასალების ციფრული სახით მოწოდებით. ალტერნატიულად, ვითხოვ საქმის მასალებისა და, არსებობის შემთხვევაში, დამატებითი საქმის მასალების სამი დღის ვადით ჩემს ოფისში წაღების შესაძლებლობას.
საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, სამი დღის განმავლობაში წარდგენილი იქნება შესაბამისი პოზიცია/განცხადება.
პატივისცემით,
**** ***””””
ადვოკატი”, – წერს ფერაძე.

მსგავსი სიახლეები.

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს პოლიტიკა

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

9 სთ წინ1 წთ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

13 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

13 სთ წინ2 წთ