თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
მსოფლიო

„ბიბისი“ – ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, მსოფლიოში ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდა, ხოლო დოლარის კურსი სხვა ვალუტებთან მიმართებაში გაიზარდა

„ბიბისი“ – ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, მსოფლიოში ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდა, ხოლო…

ირანში აშშ-ისა და ისრაელის ომის ფონზე, მსოფლიოში ნავთობისა და ბუნევრივი აირის ფასები გაიზარდა, ასევე დაეცა აქციების ფასი, ხოლო დოლარის კურსი კი სხვა ვალუტებთან მიმართებაში გაიზარდა, – ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.

„ბიბისის“ ცნობით, ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია შიშმა, რომ კონფლიქტი შეაჩერებდა სპარსეთის ყურიდან ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის საზღვაო ექსპორტს.

მათივე ცნობით, 2024 წლის ივლისის შემდეგ პირველად „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 85 დოლარს მიაღწია.

ამასთან, რგორც „ბიბისი“ იტყობინება, ევროპული აქციების ფასები დაეცა: გერმანიის DAX ინდექსი 3.76%-ით, ხოლო FTSE 100 2.57%-ით. აზიურ აქციებზეც მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა: კორეული KOSPI ინდექსი 7.24%-ით, იაპონური Nikkei კი – 3.06%-ით.

რაც შეეხება ამერიკულ დოლარს, მისი ფასი გაიზარდა, რადგან ინვესტორები, რომლებიც მსგავსი არეულობის დროს უფრო უსაფრთხო ვალუტას ეძებენ, ამერიკულ აქტივებზე გადავიდნენ.