თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ვლადიმერ ბოჟაძე ღარიბაშვილს: ლოგიკურია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბინძურ პროვოკაციებზე, ქრთამის აღების დაბრალებასა და არარსებული კორუფციული შემთხვევის აღიარების იძულებაზე საუბრობს, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, დეტალურად განმარტავდა, საიდან დააგროვა 12 მილიონი დოლარის ქონება, რატომ ინახავდა სახლში და როგორ მოიხვეჭა ოქროს ზოდები, სამკაულები და ძვირფასი საათები?! ჩერგოლეიშვილი ჟორჟოლიანზე: ამ სუნიან გოიმს აუხსენით, რომ შიმერებში, საკუთარი ჩამოთლილი ქონის ამბებში და სხვის დრამებში აკრეფილი ტრაფიკი არ ითვლება პოლიტიკაში – 41 ნომერი კალოში რომ არ იყოს, ასეთ კომიკურ დღეში თავს არ ჩაიგდებდა კახა კალაძე: ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად. ამ ტიპის განცხადებები, როდესაც ერთხმად ლაპარაკობს ირაკლი ღარიბაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, ქვეყნის მტრები, ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი საერთაშორისო საზღვაო და ლოგისტიკური პორტალი Splash247: ანაკლიის პორტი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ვითარდება, როგორც შუა დერეფნის, ანუ შავი და კასპიის ზღვების გავლით ევროპის, ცენტრალური აზიისა და ჩინეთის დამაკავშირებელი სავაჭრო მარშრუტის ახალი კარიბჭე შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე: ვიცით ამ მეთოდებს ვინც იყენებს და წლებია შეჩვეულები ვართ, რომ ხდება სხვადასხვა ტრაგედიის გამოყენება – თვითმკვლელობა იქნება, თუ სხვა სახის ტრაგედია იმისთვის, რომ პოლიტიკური ინსინუაციები მოხდეს
პოლიტიკა

BILD: ფრენები ახლო აღმოსავლეთიდან – გერმანელმა ტურისტებმა გადარჩენისთვის ერთ ადამიანზე 500 ევრო უნდა გადაიხადონ

BILD: ფრენები ახლო აღმოსავლეთიდან – გერმანელმა ტურისტებმა გადარჩენისთვის ერთ ადამიანზე 500 ევრო უნდა გადაიხადონ

გერმანული გამოცემის, BILD-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, გერმანელმა ტურისტებმა, რომლებიც გერმანიის მთავრობის მიერ ახლო აღმოსავლეთიდან დანიშნული ჩარტერული თვითმფრინავებით ევაკუირდებიან, გადარჩენისთვის ერთ ადამიანზე 500 ევრო უნდა გადაიხადონ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფასი შეესაბამება ბაზარზე არსებულ ეკონომ კლასის სტანდარტულ ბილეთს.

გერმანიის მთავრობის მიერ ორგანიზებული პირველი საევაკუაციო რეისი ოთხშაბათს, დილის 7:39 საათზე დაეშვა – ბორტზე იმყოფებოდნენ გერმანელები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში ომის გამო ჩარჩენილები იყვნენ. Lufthansa Airbus A340-300 წინა საღამოს, ომანის დედაქალაქ მასკატიდან აფრინდა.

LH345 სპეციალურ რეისზე გერმანიის მთავრობის მიერ შერჩეული განსაკუთრებით მოწყვლადი ადამიანები იყვნენ. „ხანდაზმულები, ავადმყოფები, დასუსტებულები, ორსული ქალები და ბავშვები“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეპულმა WELT TV-ზე. მან Instagram-ზე დაწერა: „გუშინ ღამით, მასკატიდან ფრანკფურტში ჩვენ მიერ ორგანიზებული Lufthansa-ს სპეციალური რეისი გაფრინდა, ბორტზე 250-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. შემდგომი რეისები უკვე დაგეგმილია“.

გამოცემის ცნობით, მოქალაქეებს დაბრუნება შესაძლოა, ძვირი დაუჯდეთ.

“რაც აქამდე უცნობი იყო და რაც ახლა BILD-მა შეიტყო, არის ის, რომ მოქალაქეების რეპატრიაცია უფასო არ ყოფილა. დამსვენებლებს ბილეთებში ერთ ადამიანზე 500 ევროს გადახდა უწევდათ. ოჯახის შემთხვევაში, ეს ფასი სწრაფად იზრდება და ათასობით ფუნტს აღწევს,” – აღნიშნულია სტატიაში.

BILD-ის ინფორმაციით, სხვა ევროპული ქვეყნების მიმოხილვა აჩვენებს, რომ გერმანელები არ არიან ერთადერთი, ვისაც ფრენის საფასურის გადახდა უწევს. მაგალითად, ფინეთი ორგანიზებას უწევს ფრენას მასკატიდან (ომანი) ჰელსინკიში. ფინელებს, რომლებსაც სურთ საშიში სპარსეთის ყურის რეგიონის დატოვება, შეუძლიათ ბილეთების შეძენა საკუთარი ხარჯებით. ჩარტერული ფრენის ფასი ერთ ადამიანზე დაახლოებით 2300 ევროა. ფინეთის საკონსულო მომსახურების გენერალურმა დირექტორმა განაცხადა: „სამინისტრო აცნობიერებს, რომ ბილეთები ძვირია“.

მსგავსი სიახლეები.

ვლადიმერ ბოჟაძე ღარიბაშვილს: ლოგიკურია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბინძურ პროვოკაციებზე, ქრთამის აღების დაბრალებასა… პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე ღარიბაშვილს: ლოგიკურია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბინძურ პროვოკაციებზე, ქრთამის აღების დაბრალებასა და არარსებული კორუფციული შემთხვევის აღიარების იძულებაზე საუბრობს, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, დეტალურად განმარტავდა, საიდან დააგროვა 12 მილიონი დოლარის ქონება, რატომ ინახავდა სახლში და როგორ მოიხვეჭა ოქროს ზოდები, სამკაულები და ძვირფასი საათები?!

10 სთ წინ5 წთ
ჩერგოლეიშვილი ჟორჟოლიანზე: ამ სუნიან გოიმს აუხსენით, რომ შიმერებში, საკუთარი ჩამოთლილი ქონის ამბებში და სხვის დრამებში… პოლიტიკა

ჩერგოლეიშვილი ჟორჟოლიანზე: ამ სუნიან გოიმს აუხსენით, რომ შიმერებში, საკუთარი ჩამოთლილი ქონის ამბებში და სხვის დრამებში აკრეფილი ტრაფიკი არ ითვლება პოლიტიკაში – 41 ნომერი კალოში რომ არ იყოს, ასეთ კომიკურ დღეში თავს არ ჩაიგდებდა

11 სთ წინ2 წთ
კახა კალაძე: ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და… პოლიტიკა

კახა კალაძე: ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად. ამ ტიპის განცხადებები, როდესაც ერთხმად ლაპარაკობს ირაკლი ღარიბაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, ქვეყნის მტრები, ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი

12 სთ წინ2 წთ