— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
საქართველო

ბოლნისის ღვინოებმა Orange Wine Festival-ში მიიღეს მონაწილეობა

ბოლნისის ღვინოებმა Orange Wine Festival-ში მიიღეს მონაწილეობა

არემჯის და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გაერთიანება ,,ღვინო ბოლნისის’’ წევრმა 8 მცირე მარანმა, 18 ნოემბერს, ავსტრიაში Orange Wine Festival-ში (ნარინჯისფერი ღვინის ფესტივალი) მიიღო მონაწილეობა.

ფესტივალზე 13 ქვეყნის 104 მარნის 350 დასახელების ღვინო იყო წარდგენილი. მათ შორის იყო 26 ქართული მარანი.

ფესტივალზე ბოლნისურმა ღვინოემა დიდი მოწონება დაიმსახურეს, როგორც ღვინის საერთაშორისო ექსპერტებში, ასევე სხვა ქვეყნების მონაწილე მარნებსა და ვიზიტორებში.

„უკვე მეორე წელია, რაც ვენაში, ნარინჯისფერი ღვინის ფესტივალში ბოლნისის ღვინოები იღებენ მონაწილეობას. წელს 8 ბოლნისური მარნის 19 დასახელების ღვინო გავაცანით ფესტივალზე მოსულ სტუმრებს. აღნიშნული ფესტივალი გვაძლევს საშუალებას ევროპელ მომხმარებლებს ადგილზე გავაცნოთ, არა მხოლოდ ჩვენს გაერთიანებაში შემავალი მცირე მარნების პროდუქცია, არამედ მთლიანად ქვემო ქართლის რეგიონი და მისი უნიკალური მახასიათებლები, რაც ვფიქრობთ ძალიან კარგი შესაძლებლობაა ჩვენი ღვინოების ევროპის კონტინენტზე პოპულარიზაციისა და სამომავლოდ მათი რეალიზაციისთვის. ნარინჯისფერი ღვინის ფესტივალზე მონაწილეობა ბოლნისელი მეღვინეებისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, უწყვეტი განვითარების გზაზე“. – მათე ტაბაღუა, გაერთიანება „ღვინო ბოლნისის“ წევრი.

„ნარინჯისფერი ღვინის ფესტივალი“ 2012 წლიდან ყოველწლიურად ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ავსტრიაში, იტალიასა და სლოვენიაში და საშუალებას აძლევს ვიზიტორებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან კანთან კონტაქტით მიღებული ნატურალური ქარვისფერი ღვინოები გაიცნონ.

ფესტივალში მონაწილეობასთან ერთად, ბოლნისელმა მეღვინეებმა დამატებით დეგუსტაცია გამართეს ავსტრიაში მდებარე ქართულ რესტორანში, სადაც ბოლნისური ღვინოები უკვე იყიდება.

„მე, როგორც ქართველს, ძალიან მიხარია, რომ შესაძლებლობა მოგვეცა ჩვენ რესტორანში ბოლნისური ღვინოების პრეზენტაციისთვის გვემასპინძლა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი რესტორნის მენიუში, 2021 წლიდან, გვაქვს ორი ბოლნისური ღვინო – მარბანო და ძმების მარანი. დეგუსტაციას ესწრებოდნენ როგორც ქართველები, ისე ავსტრიელები და სხვა ევროპული ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც დაინტერესებული არიან ქართული ღვინის გაცნობითა და დაგემოვნებით. ვიმედოვნებ, ეს აქტივობა ტრადიციულ სახეს მიიღებს და თავის წვლილს შეიტანს ბოლნისური და ზოგადად, ქართული ღვინის ევროპაში პოპულარიზაციის საქმეში“. – გიორგი ქერაშვილი, რესტორან „მოდი 1080-ის“ დამფუძნებელი.

არემჯი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბოლნისელი მეღვინეების მხარდაჭერის პროგრამას მე-7 წელია ახორციელებს. კერძო სექტორის, მუნიციპალიტეტისა და მეღვინეთა გაერთიანების მჭიდრო თანამშრომლობა საუკეთესო ხარისხის ბოლნისური ღვინოების წარმოებას, მათ პოპულარიზაციასა და საერთაშორისო ბაზარზე გატანას უწყობს ხელს.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ