— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი: მდიდარ და ინტენსიურ კახურ, ასევე ქართლის კაშკაშა არომატებთან ერთად, იმერეთსა და რაჭაში აღმოჩენილი ღვინოები სრულყოფილებაა

ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი: მდიდარ და ინტენსიურ კახურ, ასევე ქართლის კაშკაშა არომატებთან ერთად, იმერეთსა და…

დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Swirl Wine Group“ ორგანიზებით, საქართველოს ბრიტანეთიდან სომელიეების, ღვინის იმპორტიორების, მედიისა და „Swirl Wine Group“-ის წარმომადგენლების 12-კაციანი ჯგუფი სტუმრობდა, – ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრიტანელმა სტუმრებმა ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები და მარნები, ქართლში, იმერეთსა და რაჭაში დაათვალიერეს.

„საქართველოში, 10 წლის განმავლობაში არაერთი სტუმრობის მიუხედავად, ეს ჩემი პირველი ვიზიტია იმერეთსა და რაჭაში. დასავლეთ საქართველოს ღვინოები გამორჩეულია სიმსუბუქით, რაც ძალიან პოზიტიურია, მათ აქვთ ბევრი კაშკაშა არომატი და ჰარმონიულად ეწყობა აღმოსავლეთის უფრო მრავალფეროვან ღვინოებს. ფანტასტიკურია ის პროფესიონალიზმი და თავდადება, რომელიც ნამდვილად იკვეთება დასავლეთ საქართველოს მეღვინეობებში.

ჩვენ დავაგემოვნეთ საოცარი ღვინოები – თეთრი, ვარდისფერი, ქარვისფერი და წითელი. პროგრესი, რომელიც მიღწეულია რაჭაში, იმერეთსა და ქართლში, მართლაც არაჩვეულებრივია და, ვფიქრობ, რომ ჩვენ ვიხილავთ ამ ღვინოების უფრო და უფრო მეტ იმპორტს დიდ ბრიტანეთში; ჩვენ ვნახავთ, რომ საქართველო იქნება ძალიან ძლიერ პოზიციაზე საფერავით, ქარვისფერი ღვინით, წითელი ღვინით, რადგან საქართველოს შეუძლია შესთავაზოს მსოფლიოს მრავალფეროვანი გემოები.

მდიდარ და ინტენსიურ კახურ, ასევე, ქართლის კაშკაშა არომატებთან ერთად, იმერეთსა და რაჭაში აღმოჩენილი ღვინოები სრულყოფილებაა“, – აღნიშნა „Swirl Wine Group“ -ის ხელმძღვანელმა, ღვინის მაგისტრმა სარა ებოტიმ.

რეგიონული ტურის გარდა, ბრიტანელი ღვინის პროფესიონალებისთვის თბილისში გაიმართა სპეციალური დეგუსტაცია „Walk-around Tasting“, რომლის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, მიმდინარე წელს, ეს უკვე მეორე ტური იყო ბრიტანელი ღვინის პროფესიონალებისთვის.

დიდი ბრიტანეთი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც 2014 წლიდან გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული ბაზარი. დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დამკვიდრების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინის მაგისტრის, სარა ებოტის კომპანიასთან „Swirl Wine Group LTD“ 2015 წლიდან თანამშრომლობს.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ