თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
სოსო შატბერაშვილი: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ, დარწმუნებული ვართ, ისლანდიელების მსგავსად, ქართველი ხალხიც უარს განაცხადებს ამ კავშირში ყოფნაზე საუთჰემპტონში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა მას შემდეგ, რაც სტუდენტ ჰენრი ნოვაკის სასიკვდილო დაჭრასთან დაკავშირებული სამხრე კამერის ვიდეომასალის გავრცელებამ საზოგადოების რისხვა გამოიწვია ცოტნე ანანიძე ოპოზიციის აქტივისტის თეონა ბაღდავაძის განცხადებაზე: გიორგი ზერეკიძის ადამიანურ, ოჯახურ ტრაგედიაზე ქილიკი, ყოველგვარ ქართულობას და ევროპულობას აცდენილია ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა
პოლიტიკა

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ლიზ ტრასი: ბრიტანეთის პოლიცია მიკერძოებულ, პრიორიტეტდაკარგულ ორგანოდ იქცა, რომელიც ადამიანებს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების გამო აპატიმრებს, ისლამისტი მოძალადეები კი ძალადობისთვის არ ისჯებიან

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ლიზ ტრასი: ბრიტანეთის პოლიცია მიკერძოებულ, პრიორიტეტდაკარგულ ორგანოდ იქცა, რომელიც ადამიანებს…

ბრიტანეთის პოლიცია მიკერძოებულ, პრიორიტეტდაკარგულ ორგანოდ იქცა, რომელიც ადამიანებს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების გამო აპატიმრებს, ისლამისტი მოძალადეები კი ძალადობისთვის არ ისჯებიან, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა საკუთარი პოდკასტის მეშვიდე ეპიზოდში.

ტრასმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად „ვოუქ“ იდეოლოგიას დაქვემდებარებულ პოლიციაზე ისაუბრა, რომელმაც, მისი თქმით, ავტონომია დაკარგა და ისლამიზმის აპოლოგეტად იქცა.

„ჩვენ ვხედავთ, როგორ იჩოქებენ პოლიციელები მოძრაობა Black Lives Matter-ის წინაშე, როგორ ჩნდებიან გეი აღლუმებზე, როგორ საუბრობენ მაღალჩინოსნები შეხვედრებზე არაბულ ენაზე. ჩვენ ვნახეთ სკანდალი, როგორ გააყალბა პოლიციამ მტკიცებულებები, რომ არ დაეშვა საფეხბურთო მატჩზე ისრაელელი გულშემატკივრები. მემარცხენე ძალებმა პოსტმოდერნისტულმა მარქსისტებმა, რომლებსაც სჯერათ კრიტიკული რასობრივი თეორიების, წარმატებით შეაღწიეს ჩვენს კანონებში და მათზე გავლენა მოახდინეს. პოლიციის ფუნქცია შეიცვალა. ჩვენ ვცხოვრობთ კაფკას რეალობაში, მხუთავი ბიუროკრატიის პირობებში, სადაც ძარცვებს არ იძიებენ, მაგრამ ჟურნალისტებსა და კომიკოსებს X-ზე პოსტების გამოქვეყნების გამო აპატიმრებენ. ოპერატიული ავტონომია, რომელიც პოლიციას ჰქონდა, აღარ არსებობს. პოლიციის პრიორიტეტები კითხვის ნიშნის ქვეშ დგას… გრეჰემ ლაჰანმა აქ მომიყვა, როგორ მოახდინეს ტრანსგენდერმა აქტივისტებმა პოლიციელზე ზეწოლა, რომ ის დაეპატიმრებინათ. ჩვენ ვნახეთ რუანდელი მიგრანტის მიერ მოკლული სამი გოგო, რასაც დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი მოჰყვა, და ვნახეთ, როგორ დააკავეს პრემიერის მითითებით ქუჩაში გამოსული ათასობით ადამიანი. კონტრაქციის მონაწილეები კი შეიარაღებული ისლამისტების სახით, რომლებიც ბირმინგემში პაბს დაესხნენ თავს, იმავენაირად არ დასჯილან. სამწუხაროდ, პოლიციელები დანებდნენ ისლამიზმს“, – განაცხადა ტრასმა.

მსგავსი სიახლეები.

სოსო შატბერაშვილი: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის… პოლიტიკა

სოსო შატბერაშვილი: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ, დარწმუნებული ვართ, ისლანდიელების მსგავსად, ქართველი ხალხიც უარს განაცხადებს ამ კავშირში ყოფნაზე

58 წთ წინ4 წთ
საუთჰემპტონში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა მას შემდეგ, რაც სტუდენტ ჰენრი ნოვაკის… პოლიტიკა

საუთჰემპტონში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა მას შემდეგ, რაც სტუდენტ ჰენრი ნოვაკის სასიკვდილო დაჭრასთან დაკავშირებული სამხრე კამერის ვიდეომასალის გავრცელებამ საზოგადოების რისხვა გამოიწვია

1 სთ წინ2 წთ
ცოტნე ანანიძე ოპოზიციის აქტივისტის თეონა ბაღდავაძის განცხადებაზე: გიორგი ზერეკიძის ადამიანურ, ოჯახურ ტრაგედიაზე ქილიკი… პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე ოპოზიციის აქტივისტის თეონა ბაღდავაძის განცხადებაზე: გიორგი ზერეკიძის ადამიანურ, ოჯახურ ტრაგედიაზე ქილიკი, ყოველგვარ ქართულობას და ევროპულობას აცდენილია

2 სთ წინ1 წთ