— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
პოლიტიკა

ბულგარეთის პარლამენტმა დაამტკიცა საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ევროკავშირის საზღვრებს მიღმა მდებარე ქვეყნებში საარჩევნო უბნების რაოდენობას ამცირებს

ბულგარეთის პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მდებარე ქვეყნებში საარჩევნო უბნების რაოდენობა 20-მდე იზღუდება. ინფორმაციას ბულგარული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, გადაწყვეტილების ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად დასახელდა ის, რომ უცხოეთში მცხოვრები ბულგარელები მოწყვეტილნი არიან ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებს.

დებატების დროს ასევე გამოითქვა მოსაზრება, რომ სახელმწიფოს არ აქვს ვალდებულება არჩევნების ორგანიზება უზრუნველყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც „ბულგარეთთან არაფერი აკავშირებთ“.