თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
თეა წულუკიანი: საია რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქმეების შემოტანაში ეხმარებოდა განათლების და ჯანდაცვის დაფინანსების ეფექტურობით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია თენგიზ შარმანაშვილი: ზურგში დანა როგორ ჩავარტყით?! 5 მლნ დოლარი შევიტანეთ მასთან სახლში, საათები და ოქროს ზოდები დავალაგეთ, მერე ჩხრეკა მოვაწყვეთ და ეს ყველაფერი ამოვიღეთ?! – თვითონ ჩაირტყა ზურგში დანა სომხური მედია: ირანმა ფაშინიანს TRIPP-ის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობები წაუყენა ირაკლი ჭეიშვილი ღარიბაშვილზე: გამოძიებასთან თავად ითანამშრომლა და ბრალი აღიარა. სამართლიანად იხდის სასჯელს. აჯობებს საზოგადოებას უთხრას, საიდან ჰქონდა 12 მილიონი და ის სიმდიდრე, რაც მისი სახლიდან ამოიღეს
პოლიტიკა

ჩიხელიძე აშშ-ის საელჩოს: თუ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები არაერთ  დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებობს,  საქართველოში იმავე მიდგომას თავისუფლების შეზღუდვად რატომ მიიჩნევთ? გამოხატვის თავისუფლების დაცვა და სიძულვილის ენის პრევენცია შესაძლებელია თანაარსებობდეს, თუ სახელმწიფო მოქმედებს კანონის შესაბამისად

ჩიხელიძე აშშ-ის საელჩოს: თუ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები არაერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებობს…

თუ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა  მექანიზმები არაერთ  დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებობს,  საქართველოში იმავე მიდგომას თავისუფლების შეზღუდვად რატომ მიიჩნევთ?  – ამ კითხვით ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, აშშ-ის საელჩოს მიმართავს, მათ მიერ “რადიო თავისუფლებასთან” გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით, სადაც საელჩო აცხადებს, რომ შეშოთებულები არიან სიძულვილის ენის წინააღმდეგ მიღებული კანონმდებლობით.

ჩიხელიძის განცხადებით, გამოხატვის თავისუფლების დაცვა და სიძულვილის ენის პრევენცია შესაძლებელია ერთობლიობაში მუშაობდეს, თუ “სახელმწიფო მოქმედებს კანონის, პროპორციულობისა და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპების შესაბამისად.”

“ამერიკის საელჩომ „რადიო თავისუფლების“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ გამო.

გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა და საქართველოს კონსტიტუციაც სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება. თუმცა, ისევე როგორც პრაქტიკულად ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, ეს უფლება არ არის აბსოლუტური. როდესაც გამოხატვა გადაიზრდება ძალადობისკენ მოწოდებაში, ეთნიკური, რელიგიური ან სხვა ნიშნით შუღლის გაღვივებაში, სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა, დაიცვას საზოგადოებრივი უსაფრთხოება და თითოეული ადამიანის ღირსება.

სწორედ ამიტომ, სიძულვილის ენასთან ბრძოლა მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი პრაქტიკა არ არის. გერმანიაში მოქმედებს მკაცრი სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც კრძალავს სიძულვილის ენას,  დიდ ბრიტანეთში ძალოვანი უწყებები აქტიურად მუშაობენ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ. ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, მიუხედავად სიტყვის თავისუფლების ფართო კონსტიტუციური დაცვისა, სამართალდამცავი ორგანოები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს, ხოლო სოციალური პლატფორმები და სხვადასხვა ინსტიტუტები საკუთარი წესებით ზღუდავენ სიძულვილის ენის გავრცელებას.

მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე ამერიკის საელჩოსთან მაქვს მარტივი კითხვა, თუ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა  მექანიზმები არაერთ  დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებობს,  საქართველოში იმავე მიდგომას თავისუფლების შეზღუდვად რატომ მიიჩნევთ?   გამოხატვის თავისუფლების დაცვა და სიძულვილის ენის პრევენცია შესაძლებელია თანაარსებობდეს, თუ სახელმწიფო მოქმედებს კანონის, პროპორციულობისა და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპების შესაბამისად. დღეს სწორედ ადამიანის უფლებების პრინციპების დაცვის შესაბამისად მოქმედებს სახელმწიფო და საქართველოში ერთის მხრივ დაცულია გამოხატვის თავისუფლება, მეორე მხრივ კი მკაცრად კონტროლდება სიძულვილის ენა, რომელსაც თავისი შინაარსით საერთო არ აქვს გამოხატვის თავისუფლებასთან!”- წერს ჩიხელიძე.