— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის ბრალდებაზე, რომ შარმანაშვილის პოლიტიკურმა გუნდმა ბადრი ჯაფარიძე 90-იან წლებში სამხედრო გადატრიალებით დაამხეს: როდესაც გადატრიალება მოხდა, მთელი პარტიის უდიდესი ნაწილი ციხეში იყო, საკუთარმა პრემიერმა და გვარდიის მეთაურმა წამოიწყეს ბუნტი. ჯაფარიძემ და სხვებმა მილიონები ზვიადის დამამხობლებთან ერთად იშოვეს, ეგეც იცის, მაგრამ ტყუილი სულიერი საკვებია მაგნაირი ხალხის ვატო შაქარიშვილი: “პროევროპული” პარტიები ვართო ხომ აცხადებენ, ბოლომდე ევროპული სტანდარტით უნდა მივუდგეთ და ესპანეთის გამოცდილება გამოვიყენოთ, როდესაც “ბატასუნას” აკრძალვასთან ერთად აღნიშნული პარტიის კუთვნილი ყველა ფინანსური და მატერიალური აქტივის კონფისკაცია მოხდა გიორგი გამსახურდია: პუტჩის მერე, „ედიკას“ და პუტჩისტების გამპრავებელი, ერთ-ერთი იყო გენშერი. ახლა ვაგნერი, თავის მეტრს, გენშერს ედრება ედიკას შვილობილების დაცვაში თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთ წოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონებისგან დავალებით
საქართველო

განათლების და ჯანდაცვის დაფინანსების ეფექტურობით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

განათლების და ჯანდაცვის დაფინანსების ეფექტურობით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, ხარჯეფექტურობის რეიტინგს (Spending Efficiency )აქვეყნებს.

ინდიკატორის მეთოდოლოგია აფასებს ფინანსების ეფექტურობას ორ ძირითად სფეროზე: ჯანდაცვა და განათლება.

ჯანდაცვის სფეროსთვის, შემავალი ცვლადია ერთ სულ მოსახლეზე ჯანდაცვის ხარჯები (მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით [PPP]), ხოლო გამომავალი ცვლადებია სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა (50% წონა) და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ასაკობრივი და სიცოცხლის ხანგძლივობის სტანდარტიზირებულად შეწონილი მაჩვენებელი (50% წონა).

განათლების სფეროში, შემავალი ცვლადია ერთ სულ მოსახლეზე განათლების სახელმწიფო ხარჯები (მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით PPP), ხოლო გამომავალი ცვლადები მოიცავს ადამიანის განვითარების ინდექსში (HDI) ინტეგრირებულ განათლების ინდექსს (50% წონა), ახალგაზრდების წიგნიერების მაჩვენებელს (25% წონა) და იმ ახალგაზრდების პროპორციას, რომლებიც არ იღებენ განათლებას, არ არიან დასაქმებულნი, ან არ არიან გადამზადებულნი (NEET) (25% წონა).

გლობალურ გამოკვლევაში საქართველომ მაღალი შეფასება მიღო, მსოფლიოში 36-ე პოზიციაზე მოხვდა და ევროპის საუკეთესო ათეულშია. საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 5 ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 25 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: დიდი ბრიტანეთი, კანადა, შეერთებული შტატები, საფრანგეთი, იტალია, ლუქსემბურგი, შვეიცარია, უნგრეთი, პორტუგალია, ესპანეთი, ბელგია, დანია, ავსტრია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, ხორვატია, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, რუმინეთი, ბულგარეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი.

ინდიკატორი ეფუძნება გაეროს, მსოფლიო ბანკის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და სავალუტო ფონდის თემატურ კვლევებს.