თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ჯაბა ხუბუა: კი მაგრამ, ,,ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა” რანაირად მოახერხა, რომ ნაურუს რესპუბლიკას გაეუქმებინა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, რომელიც 2009 წელს, ,,სააკაშვილის პროდასავლური რეჟიმის” პირობებში მოახდინა? – საკვირველნი არიან გზანი ჯო უილსონისანი და გიგა მაქარაშვილისანი! დავით ქართველიშვილი: ნაურუმ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განაცხადა და ამით ფაქტობრივად დაშალა იმ მცირერიცხოვანი საერთაშორისო აღიარებების ერთ-ერთი უკანასკნელი სიმბოლო, რომელზეც მოსკოვი წლების განმავლობაში აპელირებდა ნიკოლოზ მეტრეველი „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის“ დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებაზე: როდესაც ოპოზიციაში ირონიულად კითხულობდნენ – „რას დადიან შორეულ ქვეყნებში ქართული დელეგაციები?“ სწორედ ეს არის პასუხი. დიპლომატია არ არის მხოლოდ ოფიციალური შეხვედრები, ეს ხანგრძლივი, თანმიმდევრული და ხშირად საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი მუშაობაა, რომლის შედეგიც დროთა განმავლობაში ჩანს ჩიხელიძე „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის“ დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებაზე: ეს შედეგი შემთხვევით არ დამდგარა. ამის უკან დგას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქართული დიპლომატიის თანმიმდევრული, მრავალწლიანი მუშაობა, სამინისტრომ და მინისტრმა ეროვნული მნიშვნელობის პროცესი წარმატებით დაასრულა სადღობელაშვილი ნაურუს მიერ აფხაზეთთან და ე.წ სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებაზე: საქართველოს არაღიარების პოლიტიკას კიდევ ერთი პრინციპული და მნიშვნელოვანი გამარჯვება აქვს! წყნარი ოკეანის რეგიონში საქართველოს პოზიციების განმტკიცება და აღიარებების გაუქმება ჩვენი საგარეო უწყებისა და დიპლომატების უდიდესი დამსახურებაა
პოლიტიკა

ჩიხელიძე „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის“ დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებაზე: ეს შედეგი შემთხვევით არ დამდგარა. ამის უკან დგას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქართული დიპლომატიის თანმიმდევრული, მრავალწლიანი მუშაობა, სამინისტრომ და მინისტრმა ეროვნული მნიშვნელობის პროცესი წარმატებით დაასრულა

ჩიხელიძე „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის“ დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებაზე: ეს შედეგი შემთხვევით…

ნაურუს მიერ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა და აფხაზეთის აღიარების უკან წაღება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დიპლომატიური გამარჯვებაა, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ეს შედეგი შემთხვევით არ დამდგარა და ამის უკან დგას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქართული დიპლომატიის თანმიმდევრული, მრავალწლიანი მუშაობა.
მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ მთავარ პოლიტიკურ ხაზს, სახელმწიფო ინტერესების დაცვა წარმოადგენს, ნაურუს გადაწყვეტილება ამის კიდევ ერთი დასტურია.
„ნაურუს მიერ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა და აფხაზეთის აღიარების უკან წაღება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დიპლომატიური გამარჯვებაა.
ეს შედეგი შემთხვევით არ დამდგარა. ამის უკან დგას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქართული დიპლომატიის თანმიმდევრული, მრავალწლიანი მუშაობა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მინისტრმა ეროვნული მნიშვნელობის პროცესი წარმატებით დაასრულა.
განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის საგარეო საქმეთა მინისტრსა და სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ვინც ამ შედეგის მისაღწევად იმუშავა.
აუცილებლად უნდა ვახსენო ოპოზიცია, რომლებიც ქილიკობდნენ და სახელმწიფოს წარმომადგენლების სხვადასხვა ქვეყნებში ვიზიტს აკნინებდნენ. „რას დარბიან ამ პატარა ქვეყნებში“, „ვისთან აქვთ შეხვედრები“, „რა აზრი აქვს ასეთ ვიზიტებს“. რეალურად სწორედ ასეთი, ერთი შეხედვით შეუმჩნეველი, მაგრამ სისტემური დიპლომატიური მუშაობა იძლევა საბოლოოდ იმ შედეგს, რომელსაც დღეს მთელი ქვეყანა ხედავს.
ქართული ოცნების მთავარ პოლიტიკურ ხაზს, სახელმწიფო ინტერესების დაცვა წარმოადგენს, ნაურუს გადაწყვეტილება ამის კიდევ ერთი დასტურია. – წერს ჩიხელიძე.

მსგავსი სიახლეები.

ჯაბა ხუბუა: კი მაგრამ, ,,ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა” რანაირად მოახერხა, რომ ნაურუს რესპუბლიკას გაეუქმებინა ე.წ. სამხრეთ… პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: კი მაგრამ, ,,ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა” რანაირად მოახერხა, რომ ნაურუს რესპუბლიკას გაეუქმებინა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, რომელიც 2009 წელს, ,,სააკაშვილის პროდასავლური რეჟიმის” პირობებში მოახდინა? – საკვირველნი არიან გზანი ჯო უილსონისანი და გიგა მაქარაშვილისანი!

2 წთ წინ2 წთ
დავით ქართველიშვილი: ნაურუმ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განაცხადა და… პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ნაურუმ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განაცხადა და ამით ფაქტობრივად დაშალა იმ მცირერიცხოვანი საერთაშორისო აღიარებების ერთ-ერთი უკანასკნელი სიმბოლო, რომელზეც მოსკოვი წლების განმავლობაში აპელირებდა

14 წთ წინ4 წთ
ნიკოლოზ მეტრეველი „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის“ დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებაზე: როდესაც… პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის“ დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებაზე: როდესაც ოპოზიციაში ირონიულად კითხულობდნენ – „რას დადიან შორეულ ქვეყნებში ქართული დელეგაციები?“ სწორედ ეს არის პასუხი. დიპლომატია არ არის მხოლოდ ოფიციალური შეხვედრები, ეს ხანგრძლივი, თანმიმდევრული და ხშირად საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი მუშაობაა, რომლის შედეგიც დროთა განმავლობაში ჩანს

15 წთ წინ2 წთ