— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

დანიის პრემიერ-მინისტრის ტელეფონის ნომრისა და პირადი მონაცემების გამოქვეყნების გამო, პოლიციამ აქტივისტი ლარს კრაგ ანდერსენი დააკავა

დანიის პრემიერ-მინისტრის ტელეფონის ნომრისა და პირადი მონაცემების გამოქვეყნების გამო, პოლიციამ აქტივისტი ლარს კრაგ ანდერსენი…

დანიელმა მემარჯვენე აქტივისტმა, ლარს კრაგ ანდერსენმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია დანიაში პოლიციის მიერ მისი დაკავების ამსახველი კადრები. ანდერსენი ამბობს, რომ ის დააკავეს დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენის სოციალური დაზღვევის ნომრის და ტელეფონის ნომრის გამოქვეყნების გამო.  ვიდეოს X-ზე უკვე 8 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. 

ფრედერიკსენის პირადი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, პოლიცია ლარს კრაგ ანდერსენის სახლში შევიდა და დაკავების მომენტი მისმა Google Nest-ის სახლის კამერებმა დააფიქსირა.

დანიურმა გამოცემა Avisen.dk-მა დაწერა, რომ კოპენჰაგენის პოლიციამ დაადასტურა ანდერსენის დაკავება და შემდეგ გათავისუფლება. პოლიციამ კონკრეტულ გამოძიებაზე დეტალები არ გაასაჯაროვა, მაგრამ აქტივისტის თქმით, მას ბრალად ედებოდა დანიის სისხლის სამართლის კოდექსის 119ა მუხლის და პერსონალური მონაცემების დაცვის კანონის დარღვევა – პრემიერის საიდენტიფიკაციო ნომრისა და ტელეფონის ნომრის გამოქვეყნების გამო.

დანიის სისხლის სამართლის კოდექსის 119ა მუხლის შინაარსი ფართოა და იცავს საჯარო სამსახურში ან საჯარო მანდატით მოქმედ პირებს შევიწროებისგან, როდესაც ქმედება უკავშირდება მათ თანამდებობრივ საქმიანობას.

დღევანდელი რედაქციის შინაარსი ასეთია: “პირი ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე, თუ იგი უკანონოდ უკავშირდება, უთვალთვალებს/მისდევს ან სხვაგვარად ავიწროებს 119-ე მუხლში ჩამოთვლილ საჯარო პირებს მათი სამსახურის ან საჯარო მანდატის შესრულებისას, ან ამ საქმიანობასთან დაკავშირებით.”

რაც შეეხება დანიის სისხლის სამართლის კოდექსის 119-ე მუხლს, აქ ჩამოთვლილი დაცული პირები არიან ისინი, ვისაც ევალებათ მოქმედება საჯარო სამსახურის ან საჯარო მანდატის ფარგლებში.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

14 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

15 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

15 სთ წინ3 წთ