— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
საქართველო

დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა ბელგიაში, Wilder Parks-ის პირველ სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა ბელგიაში, Wilder Parks-ის პირველ სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა ბელგიაში, Wilder Parks-ის პირველ სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.

„Wilder Parks” არის ინიციატივა, რომელიც შეიქმნა ევროპის დაცული ტერიტორიების უმსხვილესი ქსელის – ევროპარკების ფედერაციის და საერთაშორისო ორგანიზაცია „Rewilding Europe“ პარტნიორობის საფუძველზე. „Wilder Parks” მასში გაწევრიანებულ ქვეყნებს სთავაზობს ბუნების კონსერვაციის პროგრესულ მიდგომას, რომლის მიხედვით ბიომრავალფეროვნებით მდიდარი ლანდშაფტების დაცვაში მთავარ როლს ბუნებრივი პროცესები თამაშობენ.

„Wilder Parks“ აერთიანებს ევროპის 10 გამორჩეულ დაცულ ტერიტორიას, მათ შორის ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები, სადაც განსაკუთრებული პროგრესი შეინიშნება ბუნების აღდგენის მიმართულებით. ინიციატივის მიზანია ბუნებრივი პროცესების გაძლიერება, ეკოსისტემების გაუმჯობესება და თანამედროვე, ბუნებაზე დაფუძნებული მენეჯმენტის დანერგვა.

„Wilder Parks“-ის პირველი სამუშაო შეხვედრა ბელგიის Entre-Sambre-et-Meuse-ის ეროვნულ პარკში გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო ინიციატივის ოფიციალური წარდგენა, მონაწილე ქვეყნების გაცნობა და პირველი სამოქმედო მიმართულებების განსაზღვრა.

„Rewilding Europe“ მომდევნო 5 წლის განმავლობაში იმუშავებს პარტნიორ პარკებთან, მათ შორის ვაშლოვანის ეროვნულ პარკთან, რათა 780 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე განვითარდეს ბუნების აღდგენის სხვადასხვა მიმართულება – ტყეების, მდინარეებისა და ბალახეული ეკოსისტემების განახლება, საკვანძო სახეობების დაბრუნება, ადამიანებსა და ველურ ბუნებას შორის თანაცხოვრების ხელშეწყობა და ბუნებაზე დაფუძნებული ტურიზმის განვითარება.

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ინიციატივაში ჩართვა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეკოსისტემების აღდგენისა და ველური ბუნების დაცვის მიმართულებით. პროექტის ფარგლებში მომზადდება 5-წლიანი საკონსერვაციო გეგმა იმ სახეობების ხელახალი დაბრუნებისთვის, რომლებიც აუცილებელია ბუნებრივი პროცესებისა და კვებითი ჯაჭვის გამართული ფუნქციონირებისთვის“, – აღნიშნულია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ