— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ერთპროცენტიანი პარტიის ურეიტინგო ბერდიამ და მისმა პარტიელებმა, წესით, კარგად უნდა იცოდნენ თენგიზ შარმანაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – დაავადებაზე ხუმრობა და ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიკური თავდასხმის იარაღად გამოყენება სრულიად მიუღებელია

დავით ჩიხელიძე: ერთპროცენტიანი პარტიის ურეიტინგო ბერდიამ და მისმა პარტიელებმა, წესით, კარგად უნდა იცოდნენ თენგიზ…

ერთპროცენტიანი პარტიის ურეიტინგო ბერდიამ და მისმა პარტიელებმა წესით კარგად უნდა იცოდნენ ბატონი თენგიზის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ამის შემდეგ რომ გამოდიხარ და მსგავს სტატუსს წერ, მინიმუმ უხერხულობა მაინც უნდა იგრძნო, – ამ სიტყვებით ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, ბერდია სიჭინავას სტატუსს ეხმიანება, სადაც ის თენგიზ შარმანაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ირონიით საუბრობს.

ჩიხელიძის განცხადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოყენება პოლიტიკური თავდასხმის იარაღად მიუღებელია და აღნიშნული თემით მანიპულირება არც იუმორი და არც თავისუფალი სიტყვის გამოხატულებაა.

„ლიდერის (გახარიას) ძიებაში დაკარგული ბერდია, თენგიზ შარმანაშვილის შესახებ, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ყოვლად მიუღებელ და გაუგონარ სტატუსს წერს. ერთპროცენტიანი პარტიის ურეიტინგო ბერდიამ და მისმა პარტიელებმა წესით კარგად უნდა იცოდნენ ბატონი თენგიზის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ამის შემდეგ რომ გამოდიხარ და მსგავს სტატუსს წერ, მინიმუმ უხერხულობა მაინც უნდა იგრძნო. მაგრამ იმდენად ხართ შეჩვეული ტყუილების გავრცელებას, ადამიანების დაკნინებასა და პოლიტიკური ქულების წერას ნებისმიერი თემის ხარჯზე, რომ, როგორც ჩანს, ელემენტარული ზღვარიც აღარ არსებობს.
დაავადებაზე ხუმრობა და ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიკური თავდასხმის იარაღად გამოყენება სრულიად მიუღებელია. ელემენტარული ადამიანობა მაინც უნდა გკარნახობდეს, რომ არსებობს საკითხები, რომლებზეც უბრალოდ უნდა გაჩუმდე. როდესაც პოლიტიკური პოლემიკა პირად ტრაგედიებსა და ჯანმრთელობის პრობლემებს ეხება, ეს უკვე არა პოლიტიკური კრიტიკა, არამედ ღირსების ზღვრის გადაკვეთაა.
სკანდალის ძიებაში გამოკიდებულმა არ უნდა ჩაიდინო ისეთი საქციელი, რომელიც ადამიანურ სახეს დაგაკარგვინებს. პოლიტიკური განსხვავებული შეხედულებები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ავადმყოფობაზე დაცინვა, ირონია ან ამ თემით მანიპულირება არც იუმორია, არც პოლიტიკა და არც თავისუფალი სიტყვის გამოხატულება. ეს უბრალოდ უღირსი საქციელია, რომელსაც გამართლება არ აქვს.
როგორც ჩანს, გახარიამ ბერდია ჭორაობაშიც კარგად გაწაფა. ამ პარტიისგან საზოგადოებას რეალური პოლიტიკური დისკუსია, არგუმენტებზე დაფუძნებული პოლემიკა არასდროს მოუსმენია. სამაგიეროდ, მუდმივად ისმის ჭორები, სპეკულაციები, პერსონალური თავდასხმები და სკანდალის ხელოვნურად შექმნის მცდელობები.
როგორც გახარია, ისე მთლიანად მისი პარტია ერთი დიდი ბოლია, რომლებიც რეალური პოლიტიკური დღის წესრიგისა და არგუმენტების ნაცვლად, მუდმივად ჭორებით, სპეკულაციებითა და ხმაურის შექმნით ცდილობენ საზოგადოების ყურადღების მიპყრობას.“- წერს დავით ჩიხელიძე.

მსგავსი სიახლეები.

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს… პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს?

11 სთ წინ2 წთ
ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის… პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში

13 სთ წინ1 წთ
პოლიტიკა

ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები

14 სთ წინ3 წთ