— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი ბერდია სიჭინავას სტატუსზე: ტენდენციაა საკუთარი უსახური პოლიტიკური, თუ პირადი ცხოვრება გადააქციო სახალისო “სტენდ-აპში”: იღლიცინო მძიმედ დაავადებულ ბავშვებზე, დასნეულებულ ოპონენტებზე – დღეს თენგიზ შარმანაშვილი აიყვანეს სამიზნედ. ადამიანი, რომელიც ფილტვების ძლიერ დაავადებას ებრძვის

დავით ქართველიშვილი ბერდია სიჭინავას სტატუსზე: ტენდენციაა საკუთარი უსახური პოლიტიკური, თუ პირადი ცხოვრება გადააქციო…

დღეს ჩემი მეგობარი, თენგიზ შარმანაშვილი, აიყვანეს სამიზნედ, ადამიანი – რომელიც ფილტვების ძლიერ დაავადებას ებრძვის მარშრუტით “სახლი-კლინიკა-სახლი” და მისი გარეგნული ნიშათვისებების გამო დასცინიან, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრის, ბერდია სიჭინავას, სტატუსზე, რომლითაც ის თენგიზ შარმანაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ირონიით საუბრობს.

ქართველიშვილის თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა და ირონია ტენდენციაა – „იღლიცინო მძიმედ დაავადებულ ბავშვებზე, დასნეულებულ ოპონენტებზე.“

„როგორც ჩანს, ეს არის ტენდენცია – საკუთარი უსახური პოლიტიკური, თუ პირადი ცხოვრება გადააქციო სახალისო “სტენდ-აპში”: იღლიცინო მძიმედ დაავადებულ ბავშვებზე, დასნეულებულ ოპონენტებზე და მერე შემოვარდე საზმაუს საბჭოს სხდომაზე ფსევდო-ჰუმანური მისიით და შეკითხვით “კულეგების” მიმართ – “თქვენ ბავშვები გიყვართ?”. მერე 5 წუთში “პროტესტის” ნიშნად დატოვო იქაურობა, ვინაიდან ეს მომენტი “ტიკ-ტოკ”-ზე დასადებად უკვე მოიჭრა შესაბამისი გულამაჩუყებელი მინაწერით – “აბა ეხლა მათ ბავშვები უყვართ?”.
თავის დროზე 36 წლის აშშ-ს პრეზიდენტი ჯონ კენედი – მანამდე, სანამ მოკლავდნენ – თავისი ოპონენტების მუდმივი დაცინვის ობიექტი იყო: უწუნებდნენ ასაკისთვის შეუფერებელ დაღლილობას, სიარულის “სასაცილო” მანერას და ა.შ. ფაქტიურად, დასცინოდნენ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში ადისონის ავადმყოფობას, ხერხემლის არეში აუტანელ ტკივილებს ებრძოდა და ღებულობდა ძლიერ მოქმედების სპექტრის მედიკამენტებს. მერე ღლიცინით გადაიღალნენ – და მოკლეს.
დღეს ჩემი მეგობარი Tengiz Sharmanashvili აიყვანეს სამიზნედ, ადანიანი – რომელიც ფილტვების ძლიერ დაავადებას ებრძვის მარშრუტით “სახლი-კლინიკა-სახლი” და მისი გარეგნული ნიშათვისებების გამო დასცინიან. ეს არის მათი “შიტევროპული” ფასეულობები და აგრესიული ანტიქართველობაწ, განსულიერებული გენმოდიფიცირებით გამოწვეული. ვერც ბუმერანგის პრინციპი აშინებთ, არც უფალი და არც კარმა.“- წერს ქართველიშვილი

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

14 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

14 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

14 სთ წინ3 წთ