— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ევროპის ლიდერებს შეშფოთების მიზეზი ნამდვილად აქვთ, რადგან ისინი ყველაფერს აკეთებენ უკრაინის კონფლიქტის გაგრძელებისთვის და არა მისი დასრულებისთვის. ფაქტობრივად, ევროკავშირი უკრაინელი ხალხის მკვლელობის გაგრძელებას აფინანსებს

დავით ჩიხელიძე: ევროპის ლიდერებს შეშფოთების მიზეზი ნამდვილად აქვთ, რადგან ისინი ყველაფერს აკეთებენ უკრაინის კონფლიქტის…

„პოლიტიკო“ წერს, რომ ირანის კონფლიქტის მოგვარების შემდეგ, ტრამპი შესაძლოა უკრაინის საკითხს დაუბრუნდეს, რაც ევროპელი ლიდერების შეშფოთებას იწვევს. ევროპის ლიდერებს შეშფოთების მიზეზი ნამდვილად აქვთ, რადგან ისინი ყველაფერს აკეთებენ უკრაინის კონფლიქტის გაგრძელებისთვის და არა მისი დასრულებისთვის. ფაქტობრივად, ევროკავშირი უკრაინელი ხალხის მკვლელობის გაგრძელებას აფინანსებს, მათი გადადგმული ნაბიჯები სიტუაციის ესკალაციას ემსახურება და არა ლოკალიზაციასა და შეთანხმების მიღწევას.
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ აწესებს სანქციებს, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, ისე არ მუშაობს, როგორც მოლოდინი იყო. მეორე მხრივ, უკრაინას აძლევს ფინანსურ და სამხედრო რესურსს, რათა ომი გაგრძელდეს და ფაქტობრივად ნაბიჯსაც არ დგამს ზავისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსური დახმარების ნაწილი კრედიტია და არა საჩუქარი, რომლის გადახდაც უკრაინას შემდგომ წლებში მოუწევს.
თავის მხრივ, ტრამპი ნამდვილად იმედგაცრუებულია ევროპით, რადგან ირანის კონფლიქტის დროს ევროპა ამერიკის მოკავშირე არ აღმოჩნდა. პირიქით, მან ტრამპს დახმარებაზე უარი განუცხადა (სწორი იყო ევროპის პოზიცია თუ არასწორი, ეს სხვა წერილის თემაა). შესაბამისად, ევროპაზე გაბრაზებული ტრამპი ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროპაზე დომინაცია მოიპოვოს და ევროპული ქვეყნების როლი კიდევ უფრო შეამციროს, მათ შორის ეკონომიკური და პოლიტიკური კუთხით.
დღეს მთელი მსოფლიოს მიზანი უკრაინა-რუსეთის შეთანხმება და ომის დასრულება უნდა იყოს, მაგრამ ევრობიუროკრატების შეშფოთებაში კარგად იკითხება, რომ მათთვის ომი მომგებიანია. ომის შიშმა და დეფაქტო საომარმა მდგომარეობამ მათ გარკვეული მიმართულებით ხელ-ფეხი გაუხსნა. ისინი საკუთარ ქვეყნებში აღარ ატარებენ ეროვნულ პოლიტიკას, არამედ, ხელისუფლების, გარკვეულწილად ოკუპაციის პირობებში, სახელმწიფოებისთვის მიუღებელ კურსს ახორციელებენ, რაზეც მათი შიდა რეიტინგებიც მეტყველებს: ფონ დერ ლაიენს რეალურად არავინ ირჩევს, ხოლო მერცის, მაკრონისა და სტარმერის რეიტინგები კრიტიკულად დაბალია. ევროპაში გადაწყვეტილებებს იღებენ პოლიტიკური ჯგუფები, რომელთა საზოგადოებრივი მხარდაჭერა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება იმ გავლენას, რომელსაც ისინი ფლობენ. ევროპაში რეალურად უმცირესობის მიერ უმრავლესობის მართვას ვხედავთ. მსგავსი პოლიტიკური მოდელის დანერგვას ისინი საქართველოშიც ცდილობდნენ, თუმცა ქართულმა საზოგადოებამ და სახელმწიფომ ეროვნული ინტერესების დაცვა შეძლო.“ – წერს ჩიხელიძე.

მსგავსი სიახლეები.

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს პოლიტიკა

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

6 წთ წინ1 წთ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

4 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

4 სთ წინ2 წთ