თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე ევროსაბჭოს მიერ უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ზრუნვის დაწყებაზე: რაც გუშინ „დემოკრატიის უკუსვლად“ ცხადდებოდა, დღეს უკვე აღიარებულია როგორც სახელმწიფოს თვითდაცვის აუცილებელი მექანიზმი. საქართველოს გამოცდილება კი, რომელიც თავდაპირველად მიუღებლად ითვლებოდა, ახლა საერთაშორისო დონეზე პრაქტიკულ მაგალითად განიხილება

დავით ჩიხელიძე ევროსაბჭოს მიერ უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ზრუნვის დაწყებაზე: რაც გუშინ „დემოკრატიის უკუსვლად“ ცხადდებოდა…

„ საქართველოს ხელისუფლება იყო პირველი, რომელიც ღიად დაუპირისპირდა გლობალურად გავრცელებულ ლიბერალურ დღის წესრიგს და უცხოური გავლენების წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლის გზას დაადგა. იმ პერიოდში, დასავლური ინსტიტუტების ნაწილი ამ პროცესს დემოკრატიისთვის საფრთხედ აფასებდა, მაშინ როცა საქართველო აღნიშნულ ნაბიჯს, სუვერენიტეტის და ეროვნული ინტერესების დაცვის ერთადერთ გზად მიიჩნევდა.
სწორედ ამ კონტექსტში შეიქმნა საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მიზნად ისახავდა გარე ჩარევების შეზღუდვას, , უცხოური დაფინანსების კონტროლს და პოლიტიკურ პროცესებზე არაპირდაპირი ზემოქმედების შეზღუდვას. ეს ნაბიჯები თავიდანვე მწვავე კრიტიკის საგანი გახდა მათ შორის იმ ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც დღეს თავად დგანან მსგავსი გამოწვევების წინაშე.
სიმბოლურია, რომ ახლა, როდესაც უცხოური ჩარევის პრობლემა ევროპის მასშტაბით სულ უფრო მწვავედ აღიქმება, ევროსაბჭო თავად იწყებს საკანონმდებლო ჩარჩოების გადახედვას და გამოცდილების გაზიარებას სთხოვს საქართველოს. უფრო მეტიც, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ინიციატივით მომზადებულ ანგარიშში მთავარი მსჯელობის თემა სწორედ ის საკითხებია, რომელთა გამო საქართველო წლების განმავლობაში მწვავე კრიტიკის ობიექტი იყო.
ამ პროცესმა ნათლად აჩვენა, რომ ის, რაც გუშინ „დემოკრატიის უკუსვლად“ ცხადდებოდა, დღეს უკვე აღიარებულია როგორც სახელმწიფოს თვითდაცვის აუცილებელი მექანიზმი. საქართველოს გამოცდილება კი, რომელიც თავდაპირველად მიუღებლად ითვლებოდა, ახლა საერთაშორისო დონეზე პრაქტიკულ მაგალითად განიხილება.“ – წერს ჩიხელიძე.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

1 დღის წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

1 დღის წინ2 წთ
ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ… პოლიტიკა

ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.

1 დღის წინ2 წთ