— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ევროსაბჭო, რომელიც წარსულში საქართველოს მიდგომებს ეჭვის თვალით უყურებდა, თავად აცხადებს, რომ უცხოური ჩარევის წინააღმდეგ საკანონმდებლო მექანიზმები დასახვეწია და ამ პროცესში საქართველოს გამოცდილებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს

თამთა მეგრელიშვილი: ევროსაბჭო, რომელიც წარსულში საქართველოს მიდგომებს ეჭვის თვალით უყურებდა, თავად აცხადებს, რომ უცხოური…

„იყო დრო, როცა საქართველოს ხელისუფლება დასავლური ინსტიტუტების მხრიდან მუდმივი კრიტიკის ქვეშ იმყოფებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ გაბედა და თქვა სახელმწიფოს აქვს უფლება დაიცვას თავი უცხოური გავლენებისგან.
ხელისუფლებამ დაიწყო სამართლებრივი ბრძოლა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ და შექმნა საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც მიზნად ისახავდა არა შეზღუდვას, არამედ ეროვნული სუვერენიტეტის დაცვას.
სწორედ ამ ნაბიჯების გამო საქართველოს მთავრობას აკრიტიკებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, დასავლელი პოლიტიკოსები და პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც დღეს თავად აღიარებენ პრობლემის სიმძიმეს.
დღეს პარადოქსული სურათი გვაქვს: ევროსაბჭო, რომელიც წარსულში საქართველოს მიდგომებს ეჭვის თვალით უყურებდა, თავად აცხადებს, რომ უცხოური ჩარევის წინააღმდეგ საკანონმდებლო მექანიზმები დასახვეწია და ამ პროცესში საქართველოს გამოცდილებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს.
ქართულმა მხარემ უკვე მოამზადა და გადაგზავნა საკუთარი ხედვები, რაც ფაქტობრივად ნიშნავს, იმას რომ ის ქვეყანა, რომელსაც ადრე ასწავლიდნენ თავად გახდა მასწავლებელი.
რაც გუშინ „პრობლემად“ ცხადდებოდა, დღეს უკვე გამოცდილების მოდელად განიხილება.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არა მხოლოდ დროულად ამოიცნო საფრთხე, არამედ გაბედულად იმოქმედა მაშინ, როცა სხვები ჯერ კიდევ უარყოფის ფაზაში იყვნენ.“ – წერს თამთა მეგრელიშვილი.