— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: მაია სანდუს განცხადება, თითქოს საქართველო „რუსეთმა საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა“, გლობალური ძალების პოლიტიკურ ნარატივს წარმოადგენს და არა ფაქტებზე დაფუძნებულ ანალიზს

დავით ჩიხელიძე: მაია სანდუს განცხადება, თითქოს საქართველო „რუსეთმა საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა“, გლობალური ძალების პოლიტიკურ…

„მაია სანდუს განცხადება, თითქოს საქართველო „რუსეთმა საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა“, გლობალური ძალების პოლიტიკურ ნარატივს წარმოადგენს და არა ფაქტებზე დაფუძნებულ ანალიზს. ეს განსაკუთრებით წინააღმდეგობრივად ჟღერს ლიდერისგან, რომლის მმართველობის პირობებში მოლდოვაში მნიშვნელოვნად შეიზღუდა პოლიტიკური პლურალიზმი და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა თავად სახელმწიფო სუვერენიტეტის საკითხიც.
მისი მოღვაწეობა პოსტსაბჭოთა ავტორიტარული მმართველობის პრაქტიკას ემსგავსება. მოლდოვის ხელისუფლება (სანდუს ხელმძღვანელობით).ფაქტობრივად არ მალავს მზადყოფნას მოლდოვის რუმინეთთან შესაძლო შეერთების საკითხზე, რაც ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის გარეშე ქვეყნის დამოუკიდებლობის დეფაქტო გაუქმების საფრთხეს ქმნის.
ამ ფონზე, საქართველოს მიმართ „რუსული ორბიტის“ თეზისი ეფუძნება არა ინსტიტუციურ ანალიზს, არამედ გეოპოლიტიკურ რიტორიკას. საქართველოში პოლიტიკა მიმდინარეობს ღია დებატების, კონკურენტული არჩევნებისა და მრავალფეროვანი მედიის პირობებში, რაც დასავლური მმართველობის კარგი პრაქტიკის შესაბამისია.“ – წერს ჩიხელიძე.