— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ…

სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა „რადიო საფრანგეთის“ (RFI) სომხურ რედაქციასთან ინტერვიუში იმ შეკითხვის საპასუხოდ, ცდილობს თუ არა სომხეთი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებას.

პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები ვეღარ იქნება ისეთივე, როგორიც ადრე იყო, რადგან მაშინ აზერბაიჯანთან კონფლიქტი არსებობდა, ახლა კი მშვიდობაა.

„ჩვენ გვსურს განვამტკიცოთ, გავაძლიეროთ და განვავითაროთ ჩვენი დამოუკიდებლობა. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ დაბალანსებული და წონასწორობის მიღწევაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა. გვინდა, რომ ჩვენს ბიზნესს ჰქონდეს ალტერნატივები როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის თვალსაზრისით. მაგალითად, წარსულში სომხეთში ბენზინისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის ბაზარი მცირე ჯგუფის ხელში იყო კონცენტრირებული. საგარეო გარემოს ცვლილებებს ჩვენთვის სერიოზული პრობლემები მოჰყვებოდა. ბოლო წლებში სომხეთში ნავთობპროდუქტების იმპორტს არა მხოლოდ რამდენიმე, არამედ ათობით კომპანია ახორციელებს. ამ ვითარებამ საშუალება მოგვცა თავიდან აგვერიდებინა გლობალურ ბაზარზე ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული კრიზისების მძიმე დარტყმა, რაც სხვა ქვეყნებმა განიცადეს. მაგალითად, უკრაინის მოქმედებების შედეგად რუსეთში ნავთობპროდუქტების მიწოდების პრობლემები შეიქმნა, თუმცა ჩვენი შიდა პოლიტიკის წყალობით, სომხეთს ეს პრობლემები არ შეხებია“, – განაცხადა ფაშინიანმა.

შეკითხვაზე – ჩაატარებს თუ არა სომხეთი რეფერენდუმს ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლის შესახებ – ფაშინიანმა უპასუხა, რომ ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად სომხეთს ჯერ სულ მცირე ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი მაინც უნდა ჰქონდეს წარდგენილი.

პრემიერ-მინისტრმა ასევე დასძინა, რომ ამ ეტაპზე სომხეთი არ არის მზად გახდეს ევროკავშირის წევრი. მისი თქმით, უამრავი რეფორმაა განსახორციელებელი, რათა სომხეთმა ევროკავშირის სტანდარტები დააკმაყოფილოს.