— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმაარ უნდა შეფასდეს როგორც რიგითი აგრესია, ეს იყო პასუხი იმ მიზანმიმართულ შეტევაზე, რომელსაც წლებია, ლიბერალური და ფსევდოლიბერალური წრეები ახორციელებენ ჩვენს ღირებულებებზე, ეკლესიასა და ისტორიულ მოღვაწეებზე

ექსპერტი დავით  ჩიხელიძე, ონისე ოქრიშვილის ცემის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ საზოგადოება საკუთარი კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული იდენტობის დაცვის აუცილებლობის წინაშე დგას.

მისი შეფასებით, ონისე ოქრიშვილზე თავდასხმა არ უნდა შეფასდეს, როგორც „რიგითი ყოფითი აგრესია“, არამედ, პასუხია იმ მიზანმიმართულ შეტევაზე, რომელსაც წლებია ლიბერალური და ფსევდოლიბერალური წრეები ახორციელებენ ქართულ ღირებულებებზე, ეკლესიასა და ისტორიულ მოღვაწეებზე.

„ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ცალსახად აჩვენებს, რომ ქართული საზოგადოება დადგა ზღვარზე, სადაც აუცილებელი ხდება საკუთარი კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული იდენტობის აქტიური დაცვა.

 ონისეზე თავდასხმა, არ უნდა შეფასდეს, როგორც რიგითი ყოფითი აგრესია, ეს იყო პასუხი იმ მიზანმიმართულ შეტევაზე, რომელსაც წლებია ლიბერალური და ფსევდოლიბერალური წრეები ახორციელებენ ჩვენს ღირებულებებზე, ეკლესიასა და ისტორიულ მოღვაწეებზე.

 ის, ვინც დღეს მსხვერპლის როლში ცდილობს თავის წარმოჩენას, ნამდვილად არ არის კრავი. მისი ე.წ. „იუმორი“ წლებია სავსეა როგორც სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის, ისე დედა ეკლესიის, ისტორიული პიროვნებებისა და ნოდარ დუმბაძის შემოქმედების შეურაცხყოფით. შესაბამისად, ასეთ სითავხედეზე პასუხის გაცემა მიჩნეულ უნდა იქნას არა ძალადობად, არამედ საკუთარი იდენტობისა და ღირსების დაცვად.  რა თქმა უნდა, ზოგადად ძალადობა მიუღებელია, თუმცა არსებობს ზღვარი, სადაც ეროვნული ღირსების, მიწისა და კულტურის შებღალვას თავდაცვითი რეაქცია მოჰყვება. არ უნდა გაბედონ იმ ბიჭის დაჭერა, რომელმაც ეროვნული ღირსება დაიცვა.  გავაერთიანოთ ძალები მის გასათავისუფლებლად!“ – წერს ჩიხელიძე.

მსგავსი სიახლეები.

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს პოლიტიკა

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

5 სთ წინ1 წთ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

8 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

9 სთ წინ2 წთ