— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: პრემიერის მიერ ფასებთან დაკავშირებული განცხადებები ასახავს რეალობას და ეფუძნება ობიექტურ ეკონომიკურ ფაქტორებს, მაგრამ, ზოგიერთი მედია, მათ შორის, „ტვ პირველი“, ხშირად ფაქტებზე წინ აღქმებს და სიცრუეს აყენებს, რაც აზიანებს როგორც ქვეყნის, ისე საზოგადოების ინტერესს

დავით ჩიხელიძე: პრემიერის მიერ ფასებთან დაკავშირებული განცხადებები ასახავს რეალობას და ეფუძნება ობიექტურ ეკონომიკურ…

„ხაზარაძის მარიონეტების მხრიდან სხვისთვის „მოღალატის“ იარლიყის მიწებება მინიმუმ ამორალურია, ზოგადად მსგავსი ტიპის და შინაარსის პოსტები, უფრო მეტად გამხმოვანებელს აზიანებს და არა ადრესატს.
ნარატივი, თითქოს კობახიძე მოღალატეა, საქართველოში არ მუშაობს და არ იმუშავებს, საზოგადოებას კარგად შეუძლია ერთმანეთისგან გაარჩიოს ემოციური პროპაგანდა და რეალობა. საზოგადოება ტვ პირველის დღის წესრიგით არ ცხოვრობს და ის საკუთარ შეფასებებს ფაქტებზე დაყრდნობით აყალიბებს.
რაც შეეხება პრემიერის მიერ ფასებთან დაკავშირებულ განცხადებებს, ისინი ასახავს რეალობას და ეფუძნება ობიექტურ ეკონომიკურ ფაქტორებს.
პრობლემა ის არის, რომ ზოგიერთი მედია, მათ შორის „ტვ პირველის“ წარმომადგენლები, ხშირ შემთხვევაში ფაქტებზე წინ აღქმებს და სიცრუეს აყენებენ, რაც აზიანებს როგორც ქვეყნის, ასევე საზოგადოების ინტერესს.“ – წერს ჩიხელიძე.