თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს – საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს

დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს – საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის…

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში, პრემიერ-მინისტრის წერილს ეხმიანება და აცხადებს, რომ ის „სრულად აშიშვლებს ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკურ მიზნებს“ და ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს ნათლად წარმოაჩენს.

ჩიხელიძის თქმით, ადამიანები, რომლებიც წარსულში რუსეთთან ურთიერთობებს არ აკრიტიკებდნენ, დღეს „რუსოფობებად და უკრაინის პირველ გულშემატკივრებად“ იქცნენ. მისი შეფასებით, ოპოზიციის მთავარი პრობლემა ისაა, რომ „საკუთარი პოზიციის განსაზღვრის უფლება პრაქტიკულად არ აქვთ“.

„პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკურ მიზნებს და ზუსტად ასახავს იმ ორმაგ სტანდარტს რომლითაც ოპოზიცია ხელმძღვანელობს. ერთ დროს რუსეთის დიდი მეგობრები დღეს რუსეთის და რუსოფობებად და უკრაინის პირველ გულშემატკივრებად იქცნენ, რაც მთავარ პრობლემას და მათ რეალურ სახეს ავლებს, მათ გული უკრაინაზე შესტკივათ და არა საქართველოზე, ლოგიკურად პურივით უნდა იყოს, ოპოზიციის ამოსავალ წერტილს საქართველო უნდა წარმოადგენს, მაგრამ….
ოპოზიციის პრობლემა არის, რომ მათ პრაქტიკულად არ აქვთ საკუთარი პოზიციის განსაზღვრის უფლება.
რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების 20%-ით დაგვაკარგვინა, დაიღუპა ასობით ადამიანი, ათიათასობით ქართველი დევნილად იქცა, დაინგრა და განადგურდა ჩვენი ქალაქები და სოფლები, მაგრამ მაშინ ამ ადამიანებს ასეთი რადიკალური რუსოფობია არ ჰქონიათ. პირიქით, რუსი ტურისტი, რუსული ფული და რუსეთთან ურთიერთობა მათთვის სრულიად მისაღები იყო.
2022 წელს უკრაინაში ომი დაიწყო და უცებ რუსოფობია მათთვის უმთავრეს პოლიტიკურ ვალდებულებად იქცა.
ეს უბრალოდ პოლიტიკური ფერისცვალება და პოზიციის ცვლილება არ არის, ეს არის დაქვემდებარების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი, დავალება მოდის და სრულდება ისე, რომ ოპოზიციად წოდებულ, ქვეყნის მტრებს ცვლილების შეტანის და მანევრის უფლება არ აქვს, სხვა შემთხვევაში როგორ ავხსნათ ეს აბსურდი საქართველოს ოკუპაციაზე დუმილი, უკრაინის ომზე ისტერიული რუსოფობია?
გამოდის, საქართველოს ტერიტორიის დაკარგვა მათთვის უკრაინის ტერიტორიის დაკარგვაზე ნაკლებად მტკივნეულია.
ეს ადამიანები გვესაუბრებიან სამშობლოს სიყვარულზე?“ – წერს ჩიხელიძე.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

2 დღის წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

2 დღის წინ2 წთ
ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ… პოლიტიკა

ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.

2 დღის წინ2 წთ