— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს
პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე:  ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის ფარგლებში პაველ ჰერჩინსკიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისთვის „ჟურნალისტური სტანდარტები“ მხოლოდ პოლიტიკური მიზნების განხორციელების იარაღია,  დაჯილდოვდნენ პირები და ნამუშევრები, რომლებიც არ ემსახურება არც ობიექტურობას და არც პროფესიულ ეთიკას

დავით ჩიხელიძე: ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის ფარგლებში პაველ ჰერჩინსკიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისთვის…

ჩიხელიძის განცხადებით, პაველ ჰერჩინსკი მოქმედებს სისტემურად და არ წყვეტს  დესტრუქციულ მოქმედებებს საქართველოს წინააღმდეგ მის საშინაო საქმეებში ჩარევით.

“ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის ფარგლებში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისთვის „ჟურნალისტური სტანდარტები“ მხოლოდ პოლიტიკური მიზნების განხორციელების იარაღია,  დაჯილდოვდნენ პირები და ნამუშევრები, რომლებიც არ ემსახურება არც ობიექტურობას, არც პროფესიულ ეთიკას და არც  „ევროპულ ფასეულობებს“, რომელთა სახელითაც ელჩი მუდმივად საუბრობს.

პაველ ჰერჩინსკიმ ღიად უგულებელყო ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტი და რადიკალიზმის წახალისების გზა აირჩია, „საერთო ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტოს“ ნომინაციაში სასამართლო სხდომიდან გადაღებული მზია ამაღლობელის ფოტო და მისი ავტორი დაჯილდოვდა. ეს არ არის არც ნეიტრალური ჟურნალისტიკა და არც ღირებულებითი პოზიცია  ეს არის კონკრეტული რადიკალური ნარატივის მხარდაჭერა. დასავლეთში პოლიციელზე თავდამსხმელის გმირად ქცევა არ ხდება და ეს ყველამ კარგად იცის, მათ შორის თავად ელჩმაც.

ჰერჩინსკი სისტემატურად მოქმედებს ორმაგი სტანდარტით და არ წყვეტს დესტრუქციულ ჩარევას ქვეყნის შიდა პროცესებში. მის ხელში ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი ევროკავშირის ჯილდო გადაიქცა პოლიტიკური ქმედების ინსტრუმენტად და შერჩევითი „თავისუფლების“ დემონსტრირებად.

დაჯილდოებულთა შორის იყო „რადიო თავისუფლება“  მედია, რომელიც გამოხატვის თავისუფლებაზე საუბრობს, თუმცა ფეისბუქზე უბრალო მონიშვნის გამო დამბლოკა. ასეთ ფონზე ელჩისგან მორალზე, თავისუფალ მედიასა და მაღალ სტანდარტებზე საუბარი არა მხოლოდ ირონიულია, არამედ ფარისევლურიც,”- წერს დავით ჩიხელიძე Facebook-ზე.

მსგავსი სიახლეები.

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

59 წთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

1 სთ წინ2 წთ
თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს… პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს

2 სთ წინ5 წთ