— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
პოლიტიკა

დავით დარჩიაშვილი- “იმედის” სანქციები საერთაშორისო გლობალური სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული დიდი მმართველობითი ქსელის ერთ-ერთი ცენტრიდან მოდის და ეს ჩემთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია

დავით დარჩიაშვილი- “იმედის” სანქციები საერთაშორისო გლობალური სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული დიდი მმართველობითი ქსელის…

იმდენად დავცილდით და გავიყავით ერთმანეთისგან, რომ მართალი გითხრათ, დილემა იყო, აქ მოვიდე-არ მოვიდე, არა იმიტომ, რომ საუბარი არ მინდა ბატონ ნიკოლოზთან, ბატონ შალვასთან ან ქალბატონ მაგდასთან, რომელსაც წლებია, ვიცნობ, არამედ იმის გამო, რომ ადგილი, სადაც ჩვენ ვხვდებით, სანქცირებულია, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დებატების დროს ოპოზიციის წარმომადგენელმა, დავით დარჩიაშვილმა.

მან ისაუბრა იმის შესახებ, რომ ტელეკომპანია “იმედის” სანქციები მოდის საერთაშორისო გლობალური, სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული დიდი მმართველობითი ქსელის ერთ-ერთი ცენტრიდან.

“ადგილი სადაც ჩვენ ვხვდებით არის სანქცირებული. თქვენ შეიძლება თქვათ, რომ ეს არის უსამართლო და საერთოდაც “დიფ სტეიტის” ან ვიღაცის ხელი ურევია.
მე ვიტყვი, რომ ეს სანქციები მოდის საერთაშორისო გლობალური, სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული დიდი მმართველობითი ქსელის ერთ-ერთი ცენტრიდან და ეს არის ჩემთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი და პრინციპში ქვეყნისათვის ტრაგედიაა, რომ ასეთ ურთიერთობებში აღმოვჩნდით ასეთ მმართველობით გლობალურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ცენტრებთან”- განაცხადა დარჩიაშვილმა.